თარიღი    დრო

„საბას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

საქართველო, თბილისი - 23:15 09.30.2017 502

ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. პრემია „საბაზე“ 300 კონკურსანტიდან 47 შეირჩა. ლიტერატურული პრემია „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლია სტურუას გადაეცა.

წლის საუკეთესო რომანი - ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“

წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“

წლის საუკეთესო პროზაული კრებული - რუსუდან რუხაძე, „ერთი თქვენგანი გამცემს“

წლის საუკეთესო პიესა - ლაშა თაბუკაშვილი, „სადღაც, ცისარტყელას მიღმა...“ 

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ბექა ახალაია „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“.

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - ნანა ტრაპაიძე „ლიტერატურა და ლიტერატურა“.

წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ლევან ბერძენიშვილი „წიგნიერების ევოლუცია“.

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“ 

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი - სიბილა შულცე ანა კორძაია-სამადაშვილის „ვინ მოკლა ჩაიკას“ გერმანულ ენაზე თარგმანისთვის

საუკეთესო ელექტრონული წიგნი - ანდრო ბუაჩიძე - „გაზაფხული მოდის ღამეში“ და ლუკა ბაქანიძე მოთხრობების კრებულისთვის "სად ხარ, ლაზარე..." 

მკითხველის რჩეული ნომინაციაში საუკეთესო დებიუტი - ზურა აბაშიძე „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“.

გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი 52 ათას ლარს შეადგენს.

კონკურსის ჟიურის, რომელიც 5 წევრისგან შედგება, არ ჰყავს თავმჯდომარე. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება დახურული კენჭისყრით, მინიმუმ სამი ხმის მიღების შედეგად.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს „თიბისი“ ბანკმა და პენ-ცენტრმა დააფუძნა. წელს ცერემონია საქართველოს ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ ჩატარდა. 

ლიტერატურული პრემია „საბას" 2017 წლის ფინალისტები იყვნენ:

წლის საუკეთესო რომანი

  1. აბო იაშაღაშვილი, "ძველი ტფილისის დამნაშავენი" (გამომცემლობა „ქოლგა")
  2. ალეკო შუღლაძე, „გადამალვა" (გამომცემლობა „დიოგენე")
  3. არჩილ ქიქოძე, „სამხრეთული სპილო" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  4. ტორესა მოსი, „იყო" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  5. ცოტნე ცხვედიანი, „მაიაკოვსკის თეატრი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

  1. თეა თოფურია, „ორი ოთახი კაიროში" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  2. ირაკლი სამსონაძე, „ქელეხი ქარში" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  3. რუსუდან რუხაძე, „ერთი თქვენგანი გამცემს" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  4. რეზო თაბუკაშვილი, „მესამე თვალი" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  5. ცირა ყურაშვილი, „ჟამსა თამაშობისასა" (გამომცემლობა „ინტელექტი")

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

  1. ეკატერინე ქევანიშვილი, „ევაკუაციის გეგმა" (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში")
  2. ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  3. ლია ლიქოკელი,  „გოგოობის კანონი" (ქარჩხაძის გამომცემლობა)
  4. ლია სტურუა, „მგლის საათი" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  5. ლელა ცუცქირიძე, „წარმოიდგინე, ელისაბედ" (გამომცემლობა „საუნჯე")
  6. ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი" (გამომცემლობა „ინტელექტი")

წლის საუკეთესო პიესა

  1. თამარ ბართაია, „პიესები" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  2. ლაშა თაბუკაშვილი, „სადღაც, ცისარტყელას მიღმა..." (გამომცემლობა „ინტელექტი")
  3. დათო ტურაშვილი, „სელიმის პროცესი" (saba.com.ge)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  1. ბექა ახალაია,  „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის" (გამომცემლობა „ ინტელექტი")
  2. გიორგი შონია, „ფაბრიკაცია" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  3. გურანდა ფაჩულია,  ჟოზე ლუიშ პეიშოტუს "გალვეიაშის" თარგმანი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  4. ზურაბ აბაშიძე, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი" (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში")
  5. თამარ ფოლადაშვილი, „სიკვდილის ახსნა" (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში")
  6. სოფიო ჯაფარიძე, „სულის პური" (ჩვენი მწერლობა)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

  1. ანდრო ბუაჩიძე, „ინტერიერი" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  2. მაია ჯალიაშვილი, „ზნეობის გარდამოხსნა" (ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა)
  3. ნანა ტრაპაიძე, „ლიტერატურა და ლიტერატურა" (გამომცემლობა „კალმოსანი")

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  1. გელა ჩარკვიანი, „ნაცნობ ქიმერათა ფერხული"      (გამომცემლობა „ინტელექტი")
  2. გიორგი კეკელიძე, „გურული დღიურები-2" (გამომცემლობა „სიესტა")
  3. დათო ქარდავა, „მტაცებლები ურბანულ გარემოში"  (გამომცემლობა „ინტელექტი")
  4. ეთერ თათარაიძე, „დევიღუპეთ!" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  5. ზურაბ კიკნაძე, „ხასიდური სიბრძნე" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  6. ლევან ბერძენიშვილი, „წიგნიერების ევოლუცია" (გამომცემლობა „არტანუჯი")

წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი:

  1. ანდრო ბუაჩიძე, „გაზაფხული მოდის ღამეში" (saba.com.ge)
  2. თამაზ კვაჭანტირაძე. „მოგზაურობა შოთას სამყაროში" (saba.com.ge)
  3. მარიამ წიკლაური, „დაჯერებისთვის"(saba.com.ge)
  4. ლუკა ბაქანიძე, „სად ხარ, ლაზარე!" (saba.com.ge)

წლის საუკეთესო თარგმანი

  1. დავით გოგინაშვილი, იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარი" (გამომცემლობა „დიოგენე")
  2. თამარ ჯაფარიძე, არუნდატი როის  "წვრილმანების ღმერთი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  3. თეა შურღაია, მაჰმუდ დოულათაბადის „პოლკოვნიკის მიმწუხრი" (გამომცემლობა „დიოგენე")
  4. ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი" (გამომცემლობა „ინტელექტი")
  5. ლელა დუმბაძე, ჰარპერ ლის "მიდი, დააყენე დარაჯი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  6. მანანა ღარიბაშვილი, რომაული ლირიკის მწვერვალები (გამომცემლობა „ლოგოსი")
  7. სალომე ბენიძე, სალმან რუშდის "ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  8. სულხან მუხიგულაშვილი, ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა" (გამომცემლობა „დიოგენე")
  9. ხათუნა ცხადაძე, უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა" (გამომცემლობა „დიოგენე")

 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%