თარიღი    დრო

სოფელ დუისში „პანკისობა 2017" აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 18:20 09.29.2017 462

30 სექტემბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე „პანკისობა 2017“ ჩატარდება. საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა სამინისტროს მიერ მოეწყობა სპეციალური კუთხეები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კი პრესტური ჩატარდება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კუთხე:

  • ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი
  • „კახეთის მოსწავლეები კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“ - პროექტის პრეზენტაცია;
  • სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის ,,ვაინახური ზღაპრები" პრეზენტაცია - ავტორი მექა ხანგოშვილი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კუთხე:

  • პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა, კოქტეილები; მზარეული კონდიტერი / ქარვინგის ფიგურები; თექის ნამუშევრების გამოფენა; დურგალი, ჩურჩხელის ამოვლება; წყალზე ხატვა; 3D ნახატები; სამეცნიერო პიკნიკი; თაბაშირის ფიგურები დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად;

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კუთხე:

  • ექსპრეს ლაბორატორიის კვლევის ფარგლებში ჩატარდება ჰაერში დამაბინძურებელი ინგრენდიენტების გაზომვა, ხმაურის დონის და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გაზომვა;
  • ტყის არამერქნული რესურსის გამოფენა; ეკო გაკვეთილები; ,,წითელ ნუსხაში" შეტანილი ხეების ნერგების გამოფენა; ,,საბავშვო კუთხე";

სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხე:

  • წარმოდგენილი იქნება მობილური ექსტენციის ტრანსპორტი სადაც იქნება 3 სპეციალისტი მესაქონლეობის, მეფუტკრეობის დარგებში. დარიგდება ბუკლეტები სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ;
  • ფერმერები კოოპერატივიდან გააკეთებენ პროდუქციის პრეზენტაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთხე:

  • პროგრამა ,,უსაფრთხო ქალაქი"; წარმოდგენილი იქნება საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, 112 ხომალდი; მომსახურების სააგენტო; სპორტული კლუბი MIA FORCE; სახანძრო ; გდდ; აკადემია; ტირი; ექსპერტ კრიმინალისტები; დაცვის პოლიცია; პატრული; შვეულმფრენი.

თავდაცვის აკადემია:

  • წარმოდგენილი იქნება ბანერი და აკადემიის ორი სტუდენტი, რომლებიც გააკეთებს აკადემიაში ჩარიცხვის შესახებ პრეზენტაციას და დაარიგებენ სარეკლამო ბუკლეტებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია:

  • პრეს-ტური.



sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%