საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აჭარის რეგიონს 13 000 ლიტრი ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი გადასცა
აზიური ფაროსანასთან ბრძოლოს ეფექტიან მეთოდებზე, მოსახლეობის ინფორმირება კონსულტირების მიზნით, დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილი და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და ქ. ბათუმის შემოერთებული ტერიტორიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართეს.
დღესვე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აჭარის რეგიონს 13 000 ლიტრი ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი გადაცსა. მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო, ერთ ოჯახს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს უსასყიდლოთ გადასცემს.
ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომელიც მოსახლეობას დაურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მისი გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო მასალები.