გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გუდლაუგურ თორ თორდარსონთან.
ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ისლანდიას შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმებას.
მინისტრები მიესალმნენ ორ ქვეყნას შოროს საერთაშორისო ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რომელის პოტენციალიც, მათი შეფასებით ქვეყნებს შორის ძალიან დიდია. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი გაესვა მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.
მიხეილ ჯანელიძემ ისლანდიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებისა და საქართველოში ბიზნესის წარმოების ლიბერალური პოლიტიკის შესახებ, რაც შესაძლოა საინტერესო იყოს ისლანდიური საქმიანი წრეებისთვის. გამოითქვა დაინტერესება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ისლანდიის მხარეს, ისლანდიაში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში აქტიური ჩართულობისთვის.
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველი კოლეგა ისლანდიაში მიიწვია, თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვა მზადყოფნა გუდლაუგურ თორ თორდარსონს თბილისში უმასპინძლო.