თარიღი    დრო

დეკანოზი გახარებულია, რომ პატრიარქის მკვლელობის მომზადება არ დააბრალეს - გიორგი ფანცულაია

საქართველო, თბილისი - 10:53 09.14.2017 5720

„დეკანოზ გიორგი მამალძის მთავარი ამოცანა გარეთ გამოსვლა არ არის. მისთვის უმთავრესია, სიმართლე დაამტკიცოს. მას მხოლოდ გარეთ გამოსვლა რომ უნდოდეს, საპროცესო შეთანხმებას დათანხმდებოდა და დღეს გარეთ იქნებოდა“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

_  დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯერ კიდევ მოდულის შენობაში იყო, როცა მას პირველად შევხვდი. შეხვედრიდან რამდენიმე საათში მას ბრალი წაუყენეს. როცა დეკანოზთან ბრალის წარსადგენად მოდიოდნენ, ეგონა, რომ ბრალს პატრიარქის მკვლელობის მომზადებაზე წაუყენებდნენ, რადგან პროკურატურაში ეუბნებდონენ, აღიარე, პატრიაქრის მოკვლა, რომ გინდოდაო.

მაშინვე მითხრა, საერთოდ, არ მაინტერესებს, გამამტყუნებენ, თუ გამამართლებენ, მხოლოდ ის მინდა, პატრიარქზე არ დამაბრალონო რამეო. ბრალის წარდგენის შემდეგ გავიგეთ, რომ შორენა თეთრუაშილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ.

__ როგორ შეხვდა დეკანოზი ამ ბრალს?

_ გაოცებული იყურებოდა. თითქოს, სიხარულით მოაწერა ხელი. რა გაგიხარდა, ასეთი მძიმე მუხლი წაგიყენეს ბრალად-მეთქი, ვუთხარი. უდანაშაულო ადამიანს სულ, რომ უვადო პატიმრობა მომცენ, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია, ჩემთვის მთავარია, პატრიარქზე არ დამაბრალონ რამეო. მისთვის მთავარია, რა პრინციპები, შეხედულებებიც აქვს, დაიცვას და ასე გამოვიდეს ციხიდან. მან თქვა, რამდენი წელი, თვეც არ უნდა დამჭირდეს, ჩემი სიმართლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებო.

როგორც იცით, ის განაჩენის გამოცხადებისას სასამართლოში არ იმყოფებოდა. სასამართლოდან პირდაპირ მასთან წავედი. მეგონა, გატეხილი, მხრებჩამოყრილი დამხვდებოდა. დეკანოზის პირველი კითხვა იყო, რამდენ დღეში მაქვს გასაჩივრების უფლებაო.  ის ახლაც არ იმყოფება იმ განწყობაზე, რომ ხელები ჩამოყაროს და თქვას, არაფერი მეშველებაო.

__ საქმეში დამატებით თუ ჩაერთვებიან ადვოკატები? მამალაძის ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვა ადვოკატების დამატებასთან დაკავშირებით მუშაობენ.

_ ეს საკითხი ძალიან ღიაა. ამ საქმეში დაახლოებით, 10-მდე პროკურორმა მიიღო მონაწილეობა. თავიდან, დეკანოზის ადვოკატი რეზო ფუტკარაძე იყო, რომელიც დღეს საქმეში საერთოდ არ არის. მის შემდეგ საქმეში ჩვენ ჩავერთეთ და დღეს უკვე 6 ადვოკატი ვართ. შეიძლება, ვიღაც რაღაც მიზეზების გამო გამოგვაკლდეს, ან ვიღაც დაგვემატოს, ეს მუშა პროცესია, სიტუაცია რასაც მოითხოვს, ისე იქნება.

თუ ჩავთვლით, რომ ამხელა სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი მხრიდან ადამიანური რესუსრის გაზრდა საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ადვოკატებიც დაგვემატებიან.

__ რამდენჯერმე გაჟღერდა მოსაზრება, რომ დეკანოზს სუსტი ადვოკატები ჰყავდა და მისი  დაცვა სათანადოდ ვერ შეძლეს...

_ ეს შეფასებები ჩვენი ოპონენტებისგან მოდიოდა. თუ რატომ, ამაზე ორი პასუხი არსებობს. ჯერ კიდევ, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან აკეთებდნენ ასე, იმისთვის რომ საზოგადოებისთვის რამე აზრი მოეხვიათ, ჯერ ადამიანის დისკრედიტაციას ახდენდნენ. მსგავსი ქმედების შემდეგ, საზოგადოებისთვის რაღაცის დაჯერება უფრო მარტივი იყო.  

ასე ხდებოდა მამაოს შემთხვევაშიც. საზოგადოებას რომ დაეჯერებინა მამაო დამნაშავე იყო, მისი დისკრედიტაცია დაიწყეს. ამბობდნენ, რომ ისი ცუდი, ამორალური, შპს-ს მამაო იყო და ა.შ. ჩვენზეც დაიწყეს მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, რომ საზოგადოებამ ის კი არ იფიქროს, უკანონობა დაკანონდაო, არამედ,ის იფიქრონ, რომ ჩვენ ცუდი ადვოკატები ვართ.

ვთქვათ, ექვსივე ცუდი ადვოკატი ვართ, კარგი ადვოკატები რომ ვყოფილიყავით, მამაო გამართლდებოდა? თუ გამართლდებოდა, ე.ი. არასწორი ბრალი წაუყენეს? ამ შემოგდებული თემით, თავიანთივე აზრს ეწინააღმდეგებიან.

__ ხშირად სვამდნენ კითხვას იმასთან დაკავშრებითაც, თუ რატომ არ ხდებოდა მასალების გასაჯაროება იმ ადვოკატის მხრიდან, ვისაც გაუთქმელობაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი, მიხეილ რამიშვილს ვგულისხმობ.

_ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს, ჩვენ რატომ მოვაწერეთ ხელი. როცა დეკანოზს ბრალი წაუყენეს, შეგვეძლო გაუთქმელობაზე ხელი არ მოგვეწერა და სამართლებრივი დავა დაგვეწყო. ეს რამდენიმე კვირას წაიღებდა. დეკანოზისთვის ბრალის წაყენებიდან 24 საათში კი, მისი აღკვეთის ღონისძიება იყო და გამოდიოდა, რომ საქმის მასალების გარშე ვრჩებოდით.  ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ მას სასამართლო გიაროს სანაცვლოდ გაათავისუფლებდა. ამიტომ, აუცილებელი იყო, 24 საათში სასამართლოზე მომზადებული მივსულიყავით.

მიუხედავად იმისა, რომ მიხილ რამიშვილს გაუთქმელობაზე ხელი არ მოუწერია, მისთვის საქმის მასალები დღემდე არ გადაუციათ.  მას ის მასალები აქვს, რასაც დეკანოზი აძლევდა. ჩვენამდე საქმეში ჩართული ადვოკატი, ბოლომდე რომ დარჩენილიყო, მას საქმის მასალები ექნებოდა და ჩვენ ხელს არ მოვაწერდით.

გამოძიების ეტაპზე საქმის შინაარსის არ გახმაურებაზე მოგვაწერინეს ხელი. ეს ვალდებულება წინასასამრთლო სხდომზე მოგვეხსნა. თუმცა, აღნშნულ სხდომაზე, როგორც კი პროცესი დაიხურა, მოსამართოლემ განაცხადა, რომ დახურული სასმართლოდან საქმის გასაჯაროებაზე ორივე მხარე პასუხს ვაგებდით. ეს გავრცელდა ყველა ადვოკატზე, მათ შორის, მიხეილ რამიშვილზეც. მიუხედავად, იმისა, რომ ეს შეზღუდვა ორივე მხარეს გვეხებოდა, პროკურორები კანონს არღვევდნენ.

__ თქვენ რატომ არ დაარღვიეთ?

_ ჩვენ თუ დავარღვევდით კანონს, იგივე ფიგურები წაგვიყენებდნენ ბრალს. საქართველო იმისგან ძალიან შორსაა, რომ მოქმედმა პროკურორმა საკუთარ თავს ბრალი წაუყენოს.

__ ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, თუ ვისგან შეიძინა დეკანოზმა ციანიდი.  ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ გიორგი მამალაძის გარემოცვიდან ვინმეს დაკავება მოხდეს?

_ ჩვენი პროკურატურის მხრიდან ყველაფერია შესაძლებელი. ეს საქმე ცალკე წარმოებად, 4-5 თვის წინ გამოიყო. მაშინაც ვთქვი, რომ ეს იყო ფორმალობა, რომ საზოგადოებას დაანახონ, ვითომ რამეს იძიებენ. ამათ რამის გამოძიება რომ სურდეთ, მინიმუმ, ნატრიუმის ციანიდზე ექსპერტიზა უნდა იყოს ჩატარებული. გამყიდველს რომ ეძებ, ანაბეჭდები არ უნდა იყოს აღებული? გამოყოფილ საქმეზე მოწმე დაკითხული არ არის, არცერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ არის. რას იძიებენ?

__ როცა დეკანოზი დააკავეს, ითქვა, რომ მას პატრიარქმა საპატრიაქოში ფინანსური მოკვლევის ჩატარება დავალა. შესაძლებელია ეს დაკავება იმ ადამიანებს უკავშირდებოდეს, ვისი გვარებიც დეკანოზის მიერ აღმოჩენილ დარღვევებში ფიგურირებს?

_ რამდენიმე მიზეზთა შორის, ერთ-ერთი უმთავრესი ეს ფაქტიც არის...

__ მის მიერ ჩატარებული ფინანსური კვლევების შედეგად, რომელი სასულიერი პირების ბრალეულობა გამოიკვეთა?

_ ვის ინტერესშიც შედიოდა „სნოს“ წყალი, ვისაც ჰქონდა ქონებები გადაფორმებული. ასევე, კითხვის ნიშნები არსებობდა სამების დაწვა თუ გადაწვასთან დაკავშირებით და კიდევ სხვა უამრავი ფაქტი იქნა აღმოჩენილი.  ეს მხოლოდ დეკანოზის ჩვენებით არ ჩანს.

__ ამ დარღვევების შესახებ ინფორმაცია, პატრიარქამდე არ მისულა?

_ პატრიარქმა დეკანოზს უთხრა, წერილი მოამზადე და სინოდს წარუდგინეო. ის რომ ამ წერილს ამზადებდა, მეუფე ანდრიამ და დიმიტრიმ დაადასტურეს. მამალაძემ ეს წერილი მოამაზადა და კანცელარიაში ჩააბრა, რომელიც ისე გაქრა კანელარიიდან, დღემდე არავის განუხილავს. თუმცა, წერილის ეგზემპლარი, სასამართლოში მტკიებულებად წარდგენილი გვაქვს. კანცელარიის  საქმე რომელ მდივან-რეფერენტის ფუნქციებშიც შედის, ეს კარგად მოგეხსენებათ.

__ მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ.  დეკანოზის მიერ ჩატარებული კვლევით, თეთრუაშვილის ბრალეულობაც იკვეთებოდა?
_ ფინანსურ დარღვევებზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ალბათობა იყო, ერთ-ერთი გზა შორენა თეთრუაშვილზეც გასულიყო. თუმცა, გიორგი მამალაძე გამომძიებელი, ან პროკურორი ხომ არ იყო, კონკრეტული პერსონების ბრალი გამოეკვეთა. მან ფინანსური დარღვევები გამოკვეთა, რომელიც გამოძიებამდე, პროკურატურამდე სინოდის გზით უნდა მისულიყო. იმ სასულიერო პირების ბრალეულობა, რომლებიც ამ გამოკვლევაში ფიგურირებდნენ, უკვე გამოძიების მიერ იყო გამოსაკვლევი.

__ თავად მამალაძე თუ უკავშირებს მის დაკავებას ამ ფაქტს?

_ ის რამდენიმე მიზეზიდან ერთ-ერთს, სწორედ ამას ასახელებს.  ქონების მართვის სამსხური, რომლის უფროსიც მამა გიორგი იყო, მანამდე იმ განყოფილებაში შედიოდა, რომელსაც მეუფე იაკობი ხელმძღვანელობდა. მეუფე იაკობს ასეთი აღქმა ჰქონდა, რომ მას ქონების მართვის სამსახური წაართვეს. ჯამში რამდენიმე მიზეზი დაგროვდა, რის საფუძველზეც ვიღაცეებისთვის მამალაძე პრობლემას ქმნიდა.

__ პროკურატურა აცხადებს, რომ მამალაძეს შორენა თეთრუაშვილი კარიერულ წინსვლაში უშლიდა ხელს და სწორედ ამის, ანგარების გამო გეგმავდა მის მკვლელობას. რა მიზეზით სურდა თეთრუაშვილს დეკანოზისთვის ხელის შეშლა?

_ შორენას ვერანაირი მიზეზი ექნებოდა, რადგან დეკანოზ მამალაძეს, როგორც მღვდელს, ყველა იერარქიისთვის მიღწეულიჰქონდა. ის, როგორც მღვდელი, ფიზიკურად ვერ დაწინაურდებოდა. ის მხოლოდ მეუფე შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ის  ბერი არ იყო, მეუფეც ვერ გახდებოდა.

ანგარება, ბრალში გამოირიცხა. საზოგადოება ერთ მნიშვნელოვან ფაქტს არ აქცევს ყურდღებას. 7 თვე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილს იმის გამო კლავდა, რომ მას კარიერულ წინსვლაში ხელს უშლიდა. მოსამართლემ თქვა, რომ ხელს არ უშლიდა. მაშინ რატომ კლავდა? პროკურატურა 7 თვის განმავლობაში რასაც ამტკიცებდა, დაიმსხვრა. ბესიკ ბუგიანიშვილმაც კი ვერ გაიტანა ეს ტყუილი.

რაც შეხება მოტივს, შურისძიებას, მამალაძეს ამის მოტივი არ ჰქონდა, რასთან დაკავშირებით უნდა ეძია შური?

__ თუ დეკანოზი საპატრიარქოს შიდა ინტრიგებს ესმხვერპლა, პროკურტურის ინტერესი რა იყო ამ საქმეში?

_ პროკურატურას ეს საქმე დააწერეს. გიორგი მამალაძე სუს-მა და სხვა პირებმა მოიტაცეს. პირებს, რომლებიც დაკავების ოქმში არიან გაფორმებული, მამალაძე არ დაუკავებიათ. როგორ ფიქრობთ, იმ პირებიდან, რომლებიც ფინანსურ დაღვევებს აწარმოებდნენ, ამას ისე აკეთებდნენ, რომ მათ ვინმეს ზურგი არ ჰქონდათ? საუბარია, ძალოვან სტრუქტურაში გავლენების მატარებელ ადამინებზე.

დიდი ალბათობით, პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთში საუბრობდნენ კიდეც, თუ რა შარში გაეხვნენ. ეს ყველაფერი პროკურატურაზე გაფორმდა და დღეს უკვე მათ უწევთ იმ ყველაფრის მტკიცება, რომელიც სახელმწიფოს სხვა ჩინოვნიკებმა დააწერეს.

ესაუბრა ეკა ლემონჯავა „ჯი-ეიჩ-ენი“




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%