ვიქტორ სანიკიძე საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ემშვიდობება. Air Georgia პირობას დებს, რომ სადაც არ უნდა იყოს ყოველთვის საქართველოს ეროვნული გუნდის გულშემატკივრად დარჩება.ნაკრებიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ვიქტორ სანიკიძემ გულშემატკივარს Facebook-ის საშუალებით ამცნო.
"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში ...
ყველაზე დიდი სიმდიდრე , ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი რაც მე მერგო წილად , არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე , თითოეულ გამართულ მატჩზე .. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები , ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს , ჩემს ძმებს , ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია , მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში .
კალათბურთი იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი , მინდა პირობა მოგცეთ , რომ სადაც არ უნდა ვიყო , რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი
დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ , რადგან ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის ...
მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას.
დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს !
Air Georgia Out", წერს ვიქტორ სანიკიძე.