თარიღი    დრო

მოსკოვში ანონიმური ზარების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 19:17 09.13.2017 198

მოსკოვში წითელ მოედანზე აფეთქების საშიშროების შესახებ პოლიციაში ანონიმური ზარები შევიდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. სამართალდამცავი უწყებები ამ დროისათვის ინფორმაციას ამოწმებენ.  მანამდე ძალოვან სტრუქტურებში ანონიმური შეტყობინებები შევიდა იაროსლავის ვაგზალსა და სახელმწიფო სოციალურ უნივერსიტეტში, ასევე, რამდენიმე მეტროს სადგურში ბომბების არსებობის შესახებ, რის გამოც მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა. ანონიმური ზარების გამო რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში უკვე სამი დღეა მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება. ცრუ განგაშის გამო რუსეთის 22 რეგიონში მასობრივი თავშეყრის ადგილები 45 ათასზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.6%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%