იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაელმა სამხედროებმა მორიგი თავდასხმა აღკვეთეს. მათ დანით შეიარაღებული ახალგაზრდა პალესტინელი გაანეიტრალეს, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ადამიანებზე თავდასხმას შეეცადა. თავდამსხმელი მძიმედ არის დაჭრილი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.