ან ამ ადამიანებს არ შეუძლიათ გაგება იმ ელემენტარული კანონის ფორმულირების, რომელზეც არის საუბარი, გაგების უნარი აქვთ დაკარგული ან კარგად ესმით, მაგრამ შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარი „ქართული მარშის“ გუშინდელ აქციას.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ისინი ვის საქმეს აკეთებენ - რომელი პარტიის ან საქართველოს რომელი მეგობრის - თვითონ ჩაეკითხონ თავის თავს".
„ის თემა, რაზეც გუშინ ისინი აქციას აწყობდნენ, ორ რაღაცაზე მეტყველებს: ან ამ ადამიანებს არ შეუძლიათ გაგება იმ ელემენტარული კანონის ფორმულირების, რომელზეც არის საუბარი, გაგების უნარი აქვთ დაკარგული ან კარგად ესმით, მაგრამ შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე. შესაბამისად, ისინი ვის საქმეს აკეთებენ - რომელი პარტიის ან საქართველოს რომელი მეგობრის - თვითონ ჩაეკითხონ თავის თავს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.