თარიღი    დრო

მთავრობამ „წითელი ნუსხის“ 741 ძირი ხის მოჭრის ნებართვა გასცა

საქართველო, თბილისი - 12:10 09.13.2017 1713

მთავრობამ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას 741 ძირი ხის მოჭრის უფლება მისცა, მათ შორის 299 წაბლი და 420 კოლხური მუხაა. მოსაჭრელი ხეების სახეობები საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მთავრობის განკარგულებით, „აჭარის ტერიტორიაზე 220კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის –„ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

  • კაკლის ხე ( Juglans regia L)  10 ინდივიდი;
  • ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.)– 299 ინდივიდი;
  • კოლხური მუხა (QuercushartwissianaStev) – 420 ინდივიდი;
  • უთხოვარი (TaxusbaccataL..) – 3 ინდივიდი;
  • კეთილშობილი დაფნა(LaurusnobilisL.) – 5 ინდივიდი;
  • მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) – 4 ინდივიდი“.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, პერიოდულად ეძლევა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების სხვადასხვა სახეობები.

აჭარის ტერიტორიაზე ეს სახეობებია, ძირითადად, კოლხური მუხა, ჩვეულებრივი წაბლი, კაკლის ხე, უთხოვარი და სხვა.

მთავრობის ერთ-ერთი განკარგულებით, ელექტროსისტემას ბოლოს, მიმდინარე წლის აგვისტოში, 467 ძირი, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სხვადასხვა სახეობის ხის მოჭრის უფლება მიეცა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.8%
შემცირდა 15.1%
არ შეცვლილა 3.1%