თარიღი    დრო

სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

საქართველო, თბილისი - 20:30 09.11.2017 2824

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისი ინფორმაციით, კომიტეტის წევრებით და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებით დაკომპლეტებული სამუშაო ჯგუფი, პირველ ეტაპზე თავდაცვის რეფორმირების ძირითად მიმართულებებს და პოზიციებს განსაზღვრავს, ხოლო შემდგომ თვითოეული მიმართულების ირგვლივ დეტალური განხილვები გაიმართება.

ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროსთვის კარგი სახელმღძვანელო საგანი იქნება, რომელიც უწყების შიგნით მიმდინარე რეფორმის პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.


კომიტეტის სხდომაზე ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

ინიციატორის, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილება კანონის 55-ე მუხლის მე-16 პუნქტს შეეხება, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მოპოვებისთვის დადგენილი წესები ასევე გავრცელდება სამხედრო სამსახურში მყოფი სხვა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ. კერძოდ, საკონტრაქტო და კადრის სამხედრო მოსამსახურეებზე.

სხდომაზე კომიტეტის წევრები საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშსაც გაეცნენ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საანგარიშო პერიოდის მიმოხილვა წარმოადგინა და ბიუჯეტის შესრულების მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ასევე შემოსავლების და ხარჯების ნაწილზე და განსაკუთრებული ყურადღება კომიტეტის კომპეტენციის სფეროში შემავალ სამინისტროზე გაამახვილა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 6 თვის მონაცემებით, თავდაცვის სამინისტროს თანხის ათვისების მაჩვენებელი 85%-ს შეადგენდა, თუმცა დღეის მდგომარეობით, აღნიშნული მაჩვენებელი გამოსწორდა და უწყების მიერ თანხის ათვისება ბიუჯეტით გათვალისწინებული პარამეტრებით მიმდინარეობს.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს კენჭი უყარეს და მათ პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%