თარიღი    დრო

თვითგამოცხადებულმა აფხაზეთმა და მთიანმა ყარაბაღმა ხელი მოაწერეს "ურთიერთგაგების მემორანდუმს"

საქართველო, თბილისი - 10:09 08.29.2017 3049

თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება არაღიარებულ მთიან ყარაბაღში. რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროექტ „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, სტეფანაკერტში აფხაზმა მინისტრმა დაურ კოვემ და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარენ მირზოიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. „აფხაზეთის საგარეო უწყების დელეგაციის ეს ვიზიტი მორიგი დასტურია იმ ტრადიციულად მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობებისა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს“, - განაცხადა კარენ მირზოიანმა. თვითგამოცხადებული აფხაზეთის და მთიანი ყარაბაღის მინისტრებმა შეხვედრისას ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.6%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%