თარიღი    დრო

ქართველმა სამხედროებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ჩაიარეს

საქართველო, თბილისი - 15:09 08.24.2017 2444

საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უკრაინაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ოცეულმა კიევის ცენტრალურ გამზირზე ჩაიარა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში გამართულ აღლუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ქართველი სამხედროების აღლუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღუთქვა.

გარდა ამისა, უკრაინაში თავდაცვის სამინისტოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მინისტრის პირველ მოადგილესა და კიევში მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს შორის შეხვედრა გაიმართა.

უწყების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების წარმატება და საქართველოს მთავრობას ამერიკის მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%