თარიღი    დრო

Buta Airways-ი ქართულ ბაზარზე AZAL-ს ანაცვლებს

საქართველო, თბილისი - 15:11 08.18.2017 4902

ქართულ ავიაბაზარზე AZAL-ს ამავე ავიაკომპანიის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული „ლოუკოსტერი“ "Buta Airways-ი ანაცვლებს. Buta Airways-ი ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს.

“აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) პრეზიდენტის თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პაშა კესამანსკი "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბარში აცხადებს, რომ Buta Airways-ი ქსელის გაფართოებით დაინტერესებულია და  თუ საქართველოში კომერციულად მიმზიდველი შეთავაზებები იქნება, ავიაკომპანია ახალი რეისის დამატებას არ გამოვრიცხავს.

 - საქართველოს ბაზარზე უკვე ოპერირებს ავიაკომპანია AZAL-, რომელიც 2016 წლის მონაცემებით, გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, ჩვენი ავიაბაზრის 2%- ფლობს. საქართველოს მიმართულებით Buta Airways- AZAL- ჩაანაცვლებს, თუ ორივე ავიაკომპანია განახორციელებს მგზავრთგადაყვანებს და ამით არსებული წილის გაზრდას შეეცდება?

- AZALJET-ის პროგრამის დასრულების შემდეგ (29 ოქტომბრიდან) ბაქო-თბილისი რეისებს ამ ეტაპზე მხოლოდ ButaAirways შეასრულებს. თუ იქნება მოთხოვნა გადაყვანებზე სხვა სეგმენტში, ავიაკომპანია AZAL-მა, შესაძლოა, განიხილოს ბაზარზე დაბრუნების საკითხი.

- თქვენი კომპანია საქართველოს მიმართულებით ფრენებს მხოლოდ თბილისის მიმართულებით ახორციელებს. რატომ შემოიფარგლებით მხოლოდ თბილისით და არ ამატებთ ბათუმს, მითუმეტეს, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულება აზერბაიჯანელი ტურისტებისათვის საკმაოდ მომხიბვლელია.

- ჩვენ რეგულარულად განვიხილავთ წინადადებებს ავიაკომპანიის ქსელის გაფართოების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება კომერციულად მიმზიდველი და გვექნება ტექნიკური შესაძლებლობები, ასეთი რეისის დამატებას არ გამოვრიცხავთ.

- ნახიჩევანისა და აჭარის მთავრობებს შორის შედგა შეთანხმება, რომ ტურისტულ სეზონზე საჰაერო მიმოსვლა დაიწყება. იცნობთ თუ არა ამ პროექტს და გეგმავთ თუ არა ნახიჩევანიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების განხორციელაბას?

- ოფიციალურად ჩვენს ავიაკომპანიას არ მიუღია არანაირი შეტყობინება, ან შეთავაზება. თუ ასეთი შეთანხმების დოკუმენტი არსებობს, ამით სარგებლობა ქართულ ავიაკომპანიებსაც შეუძლიათ. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ჩვენს კოლეგებს.

- ავიაკომპანია AZAL- საქართველოში ოპერირების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. როგორია თქვენი შეფასებები, რამდენად მზარდია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მგზავრთნაკადი და რა დამატებითი ღონისძიებებია გასატარებელი, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს?

- ბაზარი იზრდება და ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდის გათვალისწინებით, სულ უფრო მეტი მგზავრი ირჩევს გზას ბაქოს გავლით და სარგებლობს როგორც AZAL-ის, ისე ალტერნატიული ავიაკომპანიების მომსახურებით.

- თქვენი შეფასებით, რამდენად კონკურენტულია საქართველოს ბაზარი?

- თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით, AZAL-ის გარდა, ამ დროისთვის რეისებს სხვა ავიაგადამზიდავებიც ასრულებენ. ეს მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, შეარჩიოს მისთვის ხელსაყრელი ავიაკომპანია - როგორც დროის, ისე ბიუჯეტის გათვალისწინებით.

- არსებულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გარდა ბაქოში ფრენებისა,  AZAL-ის რომელი მიმართულებებია საქართველოს მოსახლეობისათვის მიმზიდველი?

- თბილისიდან შეინიშნება ტრანსფერების დიდი ნაკადი პეკინის, ნიუ-იორკის, დუბაისა და რამდენიმე ევროპული მიმართულებით. ამასთან, ზამთრის სეზონზე (29 ოქტომბრიდან) ბაქო-ბანგკოკის რეისის გახსნის გათვალისწინებით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი ამ მიმართულების მიმართ დიდი იქნება.

- დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AZALJET-იც AZAL-ის შვილობილი კომპანიაა. რა განასხვავებს ერთმანეთისგან Buta Airways-სა და AZALJET- და რატომ გადაწყვიტა AZAL-მა ბაზარზე ორი „ლოუკოსტერითიყოს წარმოდგენილი?

- AZALJET იყო AZAL-ის დაბალბიუჯეტიანი ბრენდი. Buta Airways კი კომპანიის ცალკე სტრუქტურაა, საკუთარი შტატით, ავია ფლოტით და დამოუკიდებელი სატარიფო პოლიტიკით. ამ "ლოუკოსტერის" მოღვაწეობა მთლიანად გამოყოფილია სამგზავრო ავიაკომპანია AZAL-ისგან. Buta Airways-ის სრულყოფილი ამოქმედების შემდეგ, Azaljet-ის პროგრამა 29 ოქტომბრიდან მუშაობას შეწყვეტს.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.6%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%