პარტია "შენების მოძრაობის" წევრის, ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა არჩევნების წინ სკოლებში შიშის დანერგვისა და დირექტორებზე მავნე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.
"შენების მოძრაობა" განათლების სისტემაში მომუშავე ნებისმიერი დასაქმებულის უფლებების დასაცავად იურიდიულ კონსულტაციებს იწყებს. ალუდა გოგლიჩიძე სკოლებში არასწორად გადანაწილებულ ბიუჯეტზეც საუბრობს. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ არ არის სანიტარული ნორმები დაცული.
ცნობისთვის, განათლების მინისტრმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ საპირფარეშოების თემა, ნომერ პირველი პრიორიტეტია სკოლებში და ამის გამო იგი მზად არის თანამდებობიდან გაათავისუფლოს ნებისმიერი სკოლის დირექტორი.