თარიღი    დრო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ არჩილ და პაატა როგავებს განაჩენი გამოუტანა

საქართველო, თბილისი - 18:06 08.01.2017 4082

საქართველოს მიერ კოტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებულ მამა-შვილს, არჩილ და პაატა როგავებს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ განაჩენი გამოუტანა - მათ 2 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2” ავრცელებს.

მამა-შვილი მდინარე ენგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, დაახლოებით, 3 თვის წინ გაიტაცეს.  მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ. როგავების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გალის სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც საქართველოს, გაეროსა და რუსეთის მხარესთან ერთად, აფხაზთა ჯგუფი მონაწილეობს, უშედეგოა. ამის გამო, ოჯახის წევრებმა ენგურის ცენტრალურ ხიდზე აქცია რამდენჯერმე გამართეს. 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%