თარიღი    დრო

„ჩემი ძმა 900 ლირას გამო მოკლეს“ - ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთში მოკლულ ქართველის დასთან

საქართველო, თბილისი - 12:57 07.05.2017 6167

თურქეთში მოკლულ ქართველ მამაკაცს, 39 წლის გივი მაჩაიძეს სამშობლოში რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ. მაჩაიძე სტამბოლში 28 ივლისს, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში  ბრალდებული თურქმა სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

„ჯი-ეიჩ-ენს“ მოკლული გივი მაჩაიძის და, ხათუნა მაჩაიძე ესაუბრა.

_ ჩემი ძმა, 28 ივნისს მოკლეს. თუმცა, ამის შესახებ ქართველი სამართალდამცავებისგან 3 ივლისს შევიტყვეთ. მანამდე გივის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდით.

 ჩემი ძმა  სტამბოლში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. მკვლელობის დღეს ის ძველ სამსახურში მიდიოდა ხელფასის ასაღებად. როგორც ჩანს, ჩხუბი იქ მოუვიდა. თურქთან თუ ქართველთან, დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს. მას სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ვესაუბრე, მაცადე, საქმე მაქვსო, მითხრა და ტელეფონი გამითიშა.

_  რამე საეჭვო ხომ არ უთქვამს თქვენთვის?

_ არა, არაფერი უთქვამს. მხოლოდ ის მითხრა, ხელფასი უნდა ავიღო, უფროსთან მივდივარო.

_ რა სახის დაზიანებები აქვს ცხედარს მიყენებული?

_ ამოცნობაზე მისი მეგობარი გოგონა შეიყვანეს, რომელსაც მხოლოდ სახე აჩვენეს. დაზიანებები სახის არეში აქვს. როგორც ვიცი, ჭრილობები დანით მიაყენეს.

_ თქვენი ძმა ქართველებთან მუშაობდა?

_ არა, სტამბოლში თურქთან მუშაობდა.

_ რა სახის სამუშაოს ასრულებდა?

_ ჯინსებს აუთოვებდა. ამ სამსახურში 6 თვე იმუშავა.

_ სამსახურში კონფლიქტი ჰქონდა?

_ არა, ჩემი ძმა ახალ სამსახურში გადავიდა. ძველ უფროსს უთქვამს, ფულს მერე მოგაწოდებო. როგორც ჩანს, იმ დღეს იქ ფულის ასაღებად მივიდა. ალბათ, ჩხუბიც მაშინ მოუვიდა.  

_ რა რაოდენობის თანხა ჰქონდა გივის ასაღები?

_ 900 ლირა. მოვითხოვ, მკვლელი მკაცრად დაისაჯოს!  ჩემი ძმა ქათამი ხომ არ იყო, მკვლელს ასე გაემეტებინა?

ესაუბრა ეკა ლემონჯავა, „ჯი -ეიჩ-ენი“




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%