თარიღი    დრო

სოციალურად დაუცველები დღეიდან, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებს 1 ლარად შეიძენენ

საქართველო, თბილისი - 11:20 06.30.2017 10563

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პროგრამის დეტალებზე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ზაზა სოფრომაძის თქმით, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკია მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზთვრულია 0-დან 100 000 ქულის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული);

მედიკამენტების გატანისას მოქალაქე ადგილზე წამლის ღირებულების 10%-ის გადახდა მოუწევს, რაც 5 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება პროცესურებს:

1.ბენეფიციარი უნდა მივიდეს ექიმთან, რომელიც დაუწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100-ს. ექიმმა უნდა მიუთითოს დაავადების დამადასტურებელი დიაგნოზი და მედიკამენტის დღიური დოზა.

2.ბენეფიციარი რეცეპტით და ფორმა 100ით სოციალური მომსახურების სააგენტოში, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.მას არეგისტრირებენ პროგრამაში.

3. პაციენტი მიმართავს PSP-ს აფთიაქს და წარუდგენს რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას.

ბენეფიციარს შეუძლია ერთჯერადად გამოიტანოს სამი თვის სამყოფი რაოდენობა.

თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში სარეიტინგო ქულა და აღემატება 100 000-ს, ის ვეღარ შეძლებს მედიკამენტის მიღებას.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:00 Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება

09:30 ელა ფიცჯერალდის გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა

20:22 Yanair-მა ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

10:16 იარე უფასოდ ტერაბანკის ველოსიპედით - ტერაბანკი საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკს იწყებს

16:48 Myway Airlines-ი ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას ზრდის

16:32 15 ივნისამდე, ვითიბი ბანკი, თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას სთავაზობს

12:42 თიბისი ბანკს ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

12:40 CbondS -მა გალტ & თაგარტი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%