„ჩვენ ვაკვირდებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს”, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჰერმანი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსესუსი მიღწეული იქნება.
„ჩვენ ვაკვირდებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს. ვიცით, რომ ოპოზიციური პარტიები და სხვადასხვა ორგანიზაციები აღნიშნული პროექტს აპროტესებენ და ახლა ჯერი საერთაშორისო ასპარეზზეა“,- აღნიშნა ჰერმანმა.