პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ლილუაშვილის თქმით, გამოსაძიებელია ვინ მონაწილეობდა აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში.
„საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ გუნდში არ არის არავინ. არ გამოვრიცხავ, რომ მხარი დავუჭიროთ ამას. გასაგებია, რომ ქართული სპეცსამსახურები ამაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა გამოსაძიებელია ვინ მონაწილეობდა,“-განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.