სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ ხარისხის მართვის მენეჯერის, თინათინ ჩხაიძის განცხადებით, სკოლის თანამშრომლები მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავდებში უდგებიან და მისთვის წარდგენილ ბრალს სამართლისთვის შეუსაბამოდ მიიცნევენ.
„სხივის“ წარმომადგენლები მუსტაფა ემრე ჩაბიქის ექსტრადაციის შეჩერებას ითხოვენ.
პარალელურად, დღეს ემრე ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილი ხელმოწერები განათლების სამინისტროსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს გადაეცემათ.
„ერთსულოვანია ყველა ამ მოთხოვნაში, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, არ წარმოადგენს ეს ადამიანი საფრთხეს. ჩვენ არ ვითხოვთ სასამართლო პროცესი შეწყდეს. დადგინდეს სიმართლე და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი,“-განაცხადა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის კათედრის ხელმძღვანელმა ნოდარ ჭუმბურიძემ.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი ქართველმა სამართალდამცველმა თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს.
25 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების განხორციელება თურქეთის მოთხოვნით დაიწყო. თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის წარმოდგენილი ინფორმაციით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი იძებნება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.