„ეს იყო პროტოკოლური ფოტო, სადაც ჩვენ ყველანი შეგვიყვანეს და იმ ადგილას დაგვაყენეს, სადაც უნდა ვმდგარიყავით“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევთან ერთად გადაღებული ფოტო განმარტა.
„უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაბამისი პლატფორმა და შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სწორედ ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გაჟღერდა გუშინ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე. არ ყოფილა არანაირი შეხვედრა, ეს იყო პროტოკოლური ფოტო, ხოლო გზავნილები და საქართველოს პოზიცია მე დაგიფიქსირეთ. ეს იყო პროტოკოლური ფოტო, სადაც ჩვენ ყველანი შეგვიყვანეს და იმ ადგილას დაგვაყენეს, სადაც უნდა ვმდგარიყავით“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.