ყველა სახის საწარმოო და სამრეწვლო დანიშნულების დანადგარისა და აპარატურის იმპორტი საბაჟო გადასახადისაგან უნდა განთავისუფლდეს - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "კოორდინაციის" ხელმძღვანელი გიორგი ჭუმბურიძე.
"გვინდა მივმართოთ პარლამენტს შესაბამისი მოთხოვნით, რომ გააუქმოს ყოველგვარი გადასახადი ყველა სახის სამრეწველო მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის იმპორტზე. ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს სამედიცნო აპარატურაზე და კაარგად ჩანს რომ ეს სფერო ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე დანარჩენები. აქვე ჩნდება კითხვა, მთავრობა, რომელიც აცხადებს რომ მზად არის ხელი შუწყობს ბიზნესის განვითარებას, რატომ არ უნდა დგამდეს იგივე ნაბიჯს სხვა ბიზნესთან მიმართებაში? თუ რომელიმე კომპანია ცდილობს შემოიტანოს ქვეყანაში თანამედროვე მანქანა-დანადგარები და ამით გაზარდოს წარმოება და დაასაქმოს მეტი ადამიანი, სახელწმიფო რატომ არ უწყობს ხელს? იქნებ დაეთვალათ რა უფრო დიდი დოვლათია ქვეყნისთვის, მანქანა - დანადგარებზე იმპორტის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი თუ ამ გადასახადის გაუქმებით ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციით მიღებული სიკეთე? ერთი შეხვედით, საქართველოში ბიზნესის კეთება ძალია მარტივია, თუმცა სახელმწიფო ჩანასახშივე ნებით თუ უნებლიედ მის განვითარებას, გარკვეულწილად აფერხებს. მთავრობის "PR დედები და მამები" დიდი სიხარულით აცხადებენ - მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან სავაჭრო გზების გახსნასა და ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის გამარტივებაზე... ცხადია, ყველა პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ამის განხორციელება კი შესაბამისი დანადგარების და აპარატურის გარეშე შეუძლებელია. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ადგილზე აწარმოს ეს აგრეგატები და დანადგარები. ლოგიკურად, უნდა გამოვიდეთ იმ მოცემულობიდან, რაც დღეს გაგვაჩნია. თუ საქართველოში ვინმეს ფული აქვს ნაშოვნი და უნდა ბიზნესში ჩადოს, იმას ამ თანხიდან ისედაც აქვს გადახდილი საშემოსავლო გადასახდი და პლუს საბაჟო გადასახადებთან ერთად, პრაქტიკულად ხარჯი 40%-მდე აღწევს.... ბანკებსაც კოლოსალური პროცენტი აქვთ და გამოცხადებული, "იაფი კრედიტით" სარგებლობა, ცნობილი ანეკდოტის არ იყოს - მხოლოდ ნობელის პრემიის ლაურეატებს თუ შეუძლიათ ისარგებლონ.
არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, მაგრამ ერთეულებს შეუძლიათ წარმოებების გახსნა. შესაბამისად გვინდა თუ არა, ყველა სფეროში გვყავს მონოპოლისტები. არც ერთ მწარმოებელს არ შემოაქვს აპარატურა იმისათვის, რომ დადგას და უყუროს. დაწყებული გვაქვს კონსულტაციები ბიზნესმენებთან და ვეცდებით ხელმოწერები შევაგროვოთ, წარვუდგინოთ პარლამენტსა და შესაბამის სამსახურებს პროექტის სახით", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "კოორდინაციის" ხელმძღვანელმა გიორგი ჭუმბურიძემ