თარიღი    დრო

ელზა ჯგერენაია: შრომის უფლებრივ ნაწილში ინსპექტირება ეტაპობრივად მოხდება

საქართველო, თბილისი - 17:33 05.02.2017 12113

მოქმედი კანონმდებლობით, ყველა ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფლად არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობის წინააღმდეგ დაცვის უფლება. ასევე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, აქვს უფლება, მიიღოს სხვების თანაბარი ანაზღაურება, თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის.

რამდენად ეფექტურია მოქმედი შრომის კოდექსი, როგორ კონტროლდება დასაქმებულთა უსაფრთხოება და იგეგმება თუ არა, შრომის ინსპექციის შექმნა. დეტალების გასარკვევად „ჯი-ეიჩ-ენი“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ელზა ჯგერენაიას ესაუბრა.

ელზა ჯგერენაია:  შრომის კოდექსში 2013 წლიდან დაიწყო პირველი ცვლილებები და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად  უნდა მოხდეს დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასთან, ანუ ჰარმონიზაცია. კოდექსიში შეტანილი ცვლილებების პირველი ტალღით, შეიქმნა ახალი ინსტიტუციები, გაუმჯობესდა დეკრეტული შვებულების ვადები. ასევე, განისაზღვრა კოლექტიური დავის მომგვარებელი მექანიზმები, შემოვიდა სამმხრივი კომისია, რომელიც სოციალური პარტნიორებით არის დაკომპლექტებული და ა.შ.

უმნიშვნელოვანესია, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება. უფრო კონკრეტულად, ეს ეხება 21-ე დანართში განსაზღვრულ დირექტივას, რაც გულისხმობს იმას, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს დისკრიმინაციის აკრძალვა, თანაბარი შესაძლებლობები  და შრომის უსაფრთხოების ნორმები. ყველა ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს 3-9 წლის განმავლობაში. თითოეულ ამ დირექტივას აქვს თავისი დედლაინი და შესაბამისად, მისი ჰარმონიზაცია უნდა მოხდეს ეროვნულ კანონმდებლობასთან.

- ერთია შრომის კოდექსის ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოება, თუმცა ერთ-ერთ უმთავრესი პრობლემა ამ კოდექსის აღსრულების მექანიზმია...  

- საკანონმდებლო ბაზა მომზადებულია და რა თქმა უნდა, მისი მიღება შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმს უფრო ეფექტიანს გახდის. თუმცა, 2015 წელს შეიქმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლიც საქმიანობა გარდამავალ ეტაპად შეფასდა.

უმნიშვნელოვანესია, რომ შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე ერთი ორგანო არ იქნება მხოლოდ პასუხისმგებელი და გადანაწილდება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიზე, რომელიც უკვე შექმნა და დაკომპლექტებულია მთავრობის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებებისგან. რა თქმა უნდა, ეს იქნება დავები კოლექტიური ხელშეკრულების თუ სხვა საკითხი შრომის სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს. ეს კი ხელს შეუწყობს, ქვეყანაში რეაგირების ინსტრუმენტების სახით, აღსრულების მექანიზმს.  

- კანონის [შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონს] მიღების შემდეგ როგორ მოხდება ინპექტირება?

-   კანონი ძალაში შესვლის შემდეგ ინსპექციას მანდატორულს გახდის და შეამოწმებს არა ნებაყოფლობით, წინასწარი ნებართვებისა და შეტყობინებების გზით, არამედ - გეგმიური შემოწმებასთან ერთად, პროაქტიური გზით - შემოსული ზარებით, ცხელი ხაზით, ანონიმური შეტყობინებით...   

თუმცა, ყველა კომპანიაში ტოტალურ შემოწმება არ მოხდება. პირველ ეტაპზე, მაღალი რისკის მქონე საწარმოებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ვგულისხმობ იმას, რომ სადაც უბედური შემთხვევების და გარდაცვალების რისკი მაღალია. შემდეგ უნდა მოხდეს შრომის უფლებრივ ნაწილში თანდანთან ინსპექტირება. შრომის უსაფრთხოების კუთხით, შემოწმდება მძიმე, საშიშპირობებიანო კომპანიები. განსაკუთრებით, ეს ეხება სამშენებლო სექტორს, მაღაროებს, სადაც შახტებია წარმოდგენილი. შემდეგ კი შემოწმება უკვე მომსახურების სფეროსა და სხვა სფეროში გაგრძელდება.

ეს ინსტიტუტი უნდა იყოს გამართული, რომელიც მოახდენს კანონით გათვალისწინებულ რეაგირებს. ეს იქნება ჯარიმები, სანქციები.... თუმცა ჯარიმები და  სნაქციები არ არის თვითმიზანი. სწორედ ამიტომ,  პრევენციული ხასიათით დავიწყეთ ამის დანერგვა - გაფრთიხლებით, უფრო სწორად, რეკომენდაციებით.

- რამდენად ეფექტიანია დღეს არსებული შრომის ინსპექტირების მექანიზმი?

- დღეს ეს არის პრევენციული ხასიათის. სამწუხაროდ, 2006 წელს არავინ ეცადა შრომის ინსპეციის რეფორმას და კორუმპირებული ბუნების გამო, გაუქმდა.                    

ვინაიდან, 2006 წლიდან 2015-მდე, ეს ჩავარდნა ჰქონდა ქვეყანას, საჭირო გახდა კომპეტენტური კადრების, შრომის უსაფრთოხების სპეციალისტის მოსამზადებელი ეტაპი. სამწუხაროდ, შრომის ბაზარზე ნამდვილად არ იყო მათი მოძიების ფუფუნება, ამიტომ გადაწყდა ჯერ კადრების შერჩევა, შემდეგ მომზადება, რომელიც დღემდე გრძელდება, როგორც ადგილობივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამ პროცესებში ჩართულია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაც.

მართალია, დღეს, კომპანიების შემოწმება ნებაყოფლობითია, ანუ  - თუ კომპანია გამოხატავს სურვილს ან ჩვენს შეთავაზებას დათანხმდება, ამ შემთხვევაში ხდება შემოწმება, მაგრამ კომპანიებისა და დამსაქმებლების მხრიდან დაინტერესება მზარდია.

- როგორ აფასებთ საქართველოში პროფკავშირების საქმიანობას და აპირებთ თუ არა პარტნიორობას მათთან?

-  ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ სოციალური დიალოგის განვითარებას ქვეყანაში. პირადად მე, გაუმართლებლად მიმაჩნია, წარმოუდგენელი და არაეფექტიანია სახელმწიფომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს და სოციალურ პარნტიორებთან კონსულტაციის გარეშე განახორციელოს ანტიკირიზისული ღონისძიება. ამიტომაც არსებობს ეს ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენთვის ახალია და ვახსენე კიდეც, შრომის კოდექსში ამ ცვლილებებმა დანერგა ეს ახალი ინსტიტუტი, რომელიც განვითარების ფაზაშია და მისი კიდევ უფრო გაძლიერება იგეგმება.

- 1-ლი მაისი უნდა იყოს თუ არა დასვენების დღე და ხომ არ დგას დღის წესრიგში ამ ინიციატივის დაყენება?

- პირველ მაისს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ მშრომელთა სოლიდარობის დღეს  და ზოგან დასვენების დღეა. ეს პრაქტიკა ჩვენ ქვეყანასაც ჰქონდა. 2006 წელს მიღებულმა კოდექსმა რამდენიმე დასვენების დღე შეცვალა და განაახლა. მათ შორის 1-ლი მაისიც. რაც შეეხება ინიციატივას, ჩვენი სოციალური პარტნიორის - პროფკავშირების ინიციატივა იყო 7 ოქტომბერს აღნიშვნა და თუმცა ოფიციალურად ამ ინიციატივაზე ჯერ არ დაწყებული  მსჯელობა. ცხადია,  დამატებითი კონსულტაციები იქნება საჭირო. კონკრეტულად, ერთი სამინისტრო არ უნდა იღებდეს ამაზე გადაწყვეტილებას, ეს კომპლექსური საკითხია და სოციალური დიალოგის ფორმატში უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა ირაკლი კუნჭულია




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%