.”ჯი-ეიჩ-ენი”. პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ და მაჟორიტარული მახინჯი სისტემა უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მან საშუალება მისცა ქართულ ოცნებას, რომ 48%-ით 83% აეღო, - განაცხადა ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარე ოთარ კახიძემ.
,,ევროპულ საქართველოს აქვს რამდენიმე პრინციპული შენიშვნა, რომელსაც ჩვენ გავუზიარებთ ვენეციის კომისიის ექსპერტებს. პირველ რიგში, ეს ეხება საარჩევნო სისტემის დახვეწას. გაუნაწილებელი ხმების საკითხი არის აქ მნიშვნელოვანი. ქართული ოცნება ამბობს, რომ პირველ ადგილზე გასულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა წაიღოს, რაც არასწორია. ხმები უნდა განაწილდეს პროპორციულად ბარიერგადალახულ სუბიექტებს შორის. ჩვენ ვაყენებთ ასევე პრეზიდენტის არჩევის წესის შენარჩუნებას, ვინაიდან მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება განსაკუთრებით არაფორმალური მმართველობის პირობებში, როდესაც ძალაუფლება არის თავმოყრილი ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელქვეითების ხელში. ასევე ჩვენ ვსვამთ სხვადასხვა საკითხებს, რომელიც გულისხმობს ბლოკების და ადამიანის უფლებათა სტანდარტის შენარჩუნებას’’, - განაცხადა ოთარ კახიძემ.