პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროს სოსო ოხანაშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებას არ ადასტურებს.
"სოსო ოხანაშვილი ისედაც დისკრედიტებულია. სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებოს. კომუნიკაცია არ გვქონია, არც სატელეფონო და მითუმეტეს, არც ფიზიკური. რა ნაძირალაც არის, დიდი ხანია ვიცი. შეიძლება ცდილობს, საზოგადოებას მოახვიოს აზრი, თითქოს ფიზიკურად გამისწორდა. ნაძირალაა და შეიძლება თქვას. კომუნიკაციის სურვილი თუ ექნება, საკადრის პასუხს მიიღებს", - ამბობს დეკანოზი მიქაელი.
დეკანოზი მიქაელი სოსო ოხანაშვილის განცხადების გამო გადადგა. "პატრიარქის მდივანმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ საპატრიარქოში არ მივსულვარ", - განაცხადა პატრიარქის დაცვის უფროსმა.