თარიღი    დრო

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია 15:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 17:20 10.30.2016 7434

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია 15:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, მეორე ტურში ამომრჩეველთა 25.55 % მაჩვენებელი დაფიქსირდა, მაშინ როცა, 8 ოქტომბერს ამავე დროს უბნებზე ამომრჩეველთა 35.2 % ფიქსირდებოდა. 

აჭარის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 30.24% დაფიქსირდა ხულოს მაჟორიტარულ ოლქში. მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნები ტარდება, სადაც საარჩევნო უბნებზე უკვე 15 769 ამომრჩეველი მივიდა. ხულოს N73 ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი პირველივე ტურში გამოვლინდა. 

ამომრჩეველთა აქტივობა აჭარის სხვა ოლქებში შემდეგნაირად გამოიყურება: ბათუმის N79 ოლქი, სადაც 68,69,70 ოლქები ერთიანდება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 35 925-მა ამომრჩეველმა, რაც 22.59 %-ს შეადგენს; ქობულეთის N71 მაჟორიტარულ ოლქში 13 805 ამომრჩეველი მივიდა, რაც 27.98 %-ია; ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარულ ოლქში ხმა მისცა 13 371 ამომრჩეველმა, რაც 27.79%-ს უდრის.

2016 წლის 30 ოქტომბერს მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 308 576 შეადგენს, რაც პირველ ტურთან შედარებით 70 ამომრჩევლით მეტია გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ 70 მოქალაქეს შეუსრულდა 18 წელი.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%