,,ეროვნული ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულისთვის შინა პატიმრობის შეფარდება ცინიკური და თავზე ხელაღებული გადაწყვეტილებაა,
„ცინიკურია, თავზეხელაღებული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან საქმე ეხება ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობას და მკვლელობას არ აქვს ეროვნება. ის ადამიანი, ვინც მსგავსი ტიპის სისასტიკით ჩაიდინა ეს მკვლელობა, არის დასასჯელი და ნორმა, რომელიც მას მიუსაჯეს, აბსოლუტრად არაადეკვატურია,“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურორმა, ადგურ აგრბამ გაავრცელა.
მისი თქმით, „სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა კანჯი-ოღლუს დაპატიმრების შესახებ“.