,, შეხვედრები და კონსულტაციები იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის. ჩვენ ვიმუშავეთ იმ საკითხებზე, რომელიც გამოყო ვენეციის კომისიამ“ , - განაცხადა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ყველას საერთო მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მეტი გარანტიების შექმნაა, ჩვენ შევძელით, რომ პოზიციები დაგვეახლოვებინა და კონსულტაციების შედეგად შევჯერებულვიყავით ძირითად საკითხებზე. იმ კონკრეტულ სამ საკითხზეც წინასწარი კონსულტაციებით პოზიციები შევაჯერეთ. შესაძლებელია პრეზიდენტის პოზიციები გავითვალისწინოთ.“- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
პრეზიდენტმა დღეს ,,საკონსტიტუციო კანონში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს