თარიღი    დრო

რუსეთის საგარეო უწყება: ზოგიერთი რუსი ჟურნალისტი არაობიექტურად აშუქებდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს

საქართველო, თბილისი - 16:11 04.06.2016 16723

ზოგიერთი რუსი ჟურნალისტი არაობიექტურად აშუქებდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს,  - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, აზერბაიჯანიდან Lifenews-ის თანამშრომლების გაძევებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე ვუყურებდი რუსი ჟურნალისტების დაუშვებელ რეპორტაჟებს, რომლებიც აშუქებდნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს. ჟურნალისტები უნდა იყვნენ ობიექტურები და არ უნდა დაიკავონ ვინმეს მხარე. ხშირად ასეთი რეპორტაჟები მხარეთა შერიგების ნაცვლად სიძულვილს აღვივებენ“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, მედიას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც საუბარია ხანგრძლივ კონფლიქტზე, რომლის დროსაც დაიღუპა ბევრი ადამიანი, აუცილებელია, ობიექტური ინფორმაციის გავრცელება.

„იმ დროს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ყველაფერი გაკეთდეს ძალადობისა და ადამიანების დაღუპვის შესაჩერებლად, კონფლიქტის ლოკალიზებისთვის, ჟურნალისტები ამზადებენ ისეთ დაუშვებელ მასალებს, რომლებიც სიძულვის აღვივებენ. ჟურნალისტებს უნდა ესმოდეთ საკუთარი პასუხისმგებლობა ამ დროს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

რუსეთის ტელარხმა LifeNews გაავრცელა პროვოკაციული ანტიაზერბაიჯანული სიუჟეტი. ამ ფაქტის შემდეგ აზერბაიჯანმა ჟურნალისტები ქვეყნიდან გააძევა.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.6%
შემცირდა 15.3%
არ შეცვლილა 3.1%