თარიღი    დრო

გალუსტ გრიგორიანი: ყველაფერში დამნაშავეა კრემლი!

საქართველო, თბილისი - 18:41 04.04.2016 19681

ჩვენს თვალწინ მოხდა ნამდვილად ისტორიული ფაქტი, რომლის შესახებ ძალიან ცოტა საუბრობს, თუმცა ამის თაობაზე არა თუ საუბრი, აუცილებელია ყვირილი. გავიხსენოთ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მთავარი არგუმენტი, რომელიც შემდეგ ჩვენი ხელისუფლებიდან ყველამ აიტაცა, რისი მეშვეობითაც ისინი ცდილობდნენ გაემართლებინათ სომხეთის შესვლა საბაჟო კავშირში. გაიხსენეთ? თუ ვინმეს დაავიწყდა მე გაგახსენებთ. მაშინ ჩვენ ყურები გამოგვიჭედეს იმაზე, რომ პუტინის საბაჟო კავშირში გაწევრიანება  განპირობებულია სომხეთის უსაფრთხოებით.  რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს. ასეთი პრიმიტიული სახით გვამზადებდნენ, სხვათა შორის, ავანსად, იმისთვისაც, რომ ეკონომიკური სარგებლის მიღებას საბაჟო და ევრაზიული კავშირიდან არ უდა ველოდოთ.

და, აი, დადგა „პიკის საათი“.  და რა ვნახეთ? ვნახეთ ის, რომ რუსეთს რეალურად არ შეუძლია ჩვენი ბიჭები სიკვდილისგან დაიცვას. უფრო მეტიც, არსებობს ყველა საფუძველი იმის მტკიცებულებად, რომ სწორედ რუსეთია დაინტერესებული იმაში, რომ დაიღუპოს რაც შეიძლება მეტი, მათ შორის, ორივე მხარიდან, რათა შემდგომ თავად ჩაერიოს ხოცვა-ჟლეტვის მართვაში, რომელიც თავად შეუკვეთა.

ისტორია უხვია ისეთი მაგალითებით, როცა საკმადო დიდი ხნის გასვლის შემდეგ ხდება ცნობილი შოკისმომგვრელი ფაქტები, რომლის არსებობის შესახებ, მაშინ როდესაც ის ხდებოდა, გაფიქრებაც შეუძლებელი იყო. მაგალითად, იმავე მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე დუმდნენ, შემდეგ მალავდნენ და უარყოფდნენ. თუმცა საიდუმლოს საბოლოოდ ნათელი მოეფინა.

დარწმუნებული ვარ, რომ წლების შემდეგ, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც შეუძლიათ ფიქრი, ნათელი გახდება, რომ მორიგი გართულება წინა ხაზზე სანქცირებული იყო პირადად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ. სამწუხაროდ, კვანძის გახსნა, სისხლიანი და დაუნდობელი, მოხდა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის დანაშაულებრივი სულმოკლეობის მიზეზით. 

სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ პუტინთან და კრემლის სხვა წარმომადგენლებთან საუბრისას, ალიევი საკუთარ თავს აძლევს უფლებას ისაუბროს ისეთი ტონით, როგორითაც სარგსიანს არ შეუძლია.

ალიევს კრემლში კბილებს შორის და ტვინში შურისძიებით აღვსილნი უწევენ ანგარიშს. სარგსიანს კი ბრძანებებს აძლევენ. და მას არ აქვს შესაძლებლობა წინააღმდეგობის და ბრძანებების განსჯის.

ყოველივე აქედან გამომდინარე, იხატება შემდეგი სურათი: კრემლში გადაწყვიტეს ალიევის დასჯა სწორედ ასე, წინა ხაზზე ინცდინდენტის პროვოცირებით. სავარაუდოდ, სარგსიანს შეჰპირდნენ ყოველგვარ დახმარებას. მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ ვერაფერი ამდაგვარი ვერ ვნახეთ. საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მშრალად განაცხადა, რომ რუსეთი თვალს ადევნებს კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას.

და უსაფრთხოების გარანტიები? დიახ, ფორმალურად შესაძლოა მე მითხრან, რომ საუბარია არა სომხეთზე, არამედ არცახზე (მთიანი ყარაბაღი). მაგრამ ხომ ყველასათვის კარგად არის ცნობილი, როგორია რუსეთის მხარის რეალური დამოკიდებულება ფორმალურ საკითხებთან. გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომი ცხივნალში და ყირიმის ანექსია. კრემლი, როდესაც მას ეს სურს,  ბლაგვი საგნითაც ჭრის.

ახლა მას არ სურს. და ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ დასკვნა მომხდარიდან, დროა გავიგოთ, რომ რუსეთისთვის მთავარია თავად კონფლიქტი, მისი აქტიურ ფაზაში გადასვლის სტადიით და არა არცახის ან სომხეთის ინტერესები. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახელმწიფოს სათავეში იდგეს რაღაც საგრსიანის მსგავსი - მშიშარა არსება, რომელიც მზად არის წავიდეს ყველაფერზე საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

სწორედ ასეთია ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება, იმის მიუხედავად, რომ მის რიგებში თითქოს ომის გმირებიც არიან. ასე ხდება, როცა კორუმპირებულობა, დიდი ფული და ძალაუფლება გამრავლებული ყველაფერი ამ „სიკეთის“ დაკარგვის რისკზე და შესაძლო პასუხიმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე მხდალებად აქცევს გუშინდელ გმირებს.

სწორედ ამას ვხედავთ ახლა. ვერავინ ჩვენი ხელმძღვანელებიდან, რომლებსაც ჰქონდათ საუბრები რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან, ვერ გაბედა ეთქვათ იმის შესახებ, რომ ჩვენი ბიჭები კვდებიან იმ მიზეზით, რომ რუსეთმა, ჩვენმა სტრაგეტგიულმა პარტნიორმა, აზერბაიჯანს 5 მილიარდი დოლარის იარაღი მიჰყიდა.

აი, ეს არის სილაჩრე და აი, ეს არის ღალატი. და როგორ უნდა დავუჯერო ხელისუფლების განცხადებებს და როგორ დავუჯერო ციფრებს 18 დაღუპულის შესახებ? როგორ, როცა ეს ხელისუფლება მიეჩვია ტყულის ყველა ნაბიჯზე? როგორ, თუ იგი იქცა კრემლის ნებისმიერი ბრძანების შემსრულებლად? როგორ, თუკი თვით Associated Press-ი წერს, რომ ჩვენმა მხარემ ასზე მეტი ადამიანი დაკარგა? და მთავარი - სად არის გარანტია, რომ მსხვერპლი მეტი არ იქნება? არ არის ასეთი გარანტია. და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი „უსაფრთხოების გარანტად“  არიან დამნაშავეები და მედროვეები, რომლებიც სუნთქვითაც კი კრემლის მითითებით სუნთქავენ.

გალუსტ გრიგორიანი

ArmenianReport




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%