8 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი ეწვევა. შვედეთისსაგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან. მხარეები მიმოიხილავენ საქართველოშვედეთის ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, რეგიონში შექმნილ ვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში მარგოტ ვალსტრომი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა დაპარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულიმებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს რეგიონალური ტურნესფარგლებში ეწვევა.