პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ გია გაჩეჩილაძე შეხვდა, როგორც მეგობარს და ამ შეხვედრას "მაესტროს" საქმესთან კავშირი არ ჰქონია.
"მე მქონდა ჩემს მეგობართან შეხვედრა. არანაირი კავშირი ამას "მაესტროს" საქმეთან არ ჰქონდა. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე ტელეკომპანიის ირგვლივ განმვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.