საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ,,გაზპრომის“ თემატიკა პირველ რიგში არის უსაფრთხოება და გეოპოლიტიკა, ამის შემდეგ ენერგეტიკა. ,გაზპრომის“ საკითხი, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გამოსვლისასაც შეეხო, მან ,,მაესტროს“ ეთერში განმარტა.
,,მარტივად რომ ვთქვათ, გაზპრომის თემატიკა არ არის არც მხოლოდ ეკონომიკა, არც მხოლოდ ენერგეტიკა. გაზპრომის თემატიკა არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის შემდეგ უკვე ენერგეტიკაც და ეკონომიკაც. სწორედ ამიტომ, უმაღლესი პოლიტიკური პირების მონაწილეობით უნდა ჩამოყალიბდეს ჩარჩო-ურთიერთობა, რომლის კონტექსტშიც იწარმოება გაზპრომთან ურთიერთობა”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.