თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ირაკლი კოპლატაძე ეწვია საქარიას გეივეს რაიონის სოფელ ნურიოსმანიეს საშუალო სკოლას, სადაც თურქეთში ქართული ენის შემსწავლელი პირველი კლასი გაიხსნა.
საქართველოს საგარეო უწყებიოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ელჩმა სკოლის ადმინისტრაციას და მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა სხვადასხვა სახის სასწავლო ნივთები: ქართული ენის სახელმძღვანელოები, დედა ენა, დედა ენის CD ვერსიები, ქართულ-თურქული ანბანი და სხვა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა თურქეთის განათლების სამინისტროს საქარიის რაიონის განყოფილების უფროსი და თურქეთში საქართველოს „ახალგაზრდა ელჩი“, თეონა ვარშალომიძე.
ამჟამად საქარიას სკოლის ქართული ენის კლასში 14 მოსწავლე სწავლობს .ელჩმა შეხვედრა გამართა ასევე ქართული წარმოშობის მკვიდრ მოსახლეობასთან.