თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ შესაძლოა მოსკოვსა და ანკარას შორის ვითარება უკიდურესად გაამწვავოს, - ამის შესახებ სამხედრო მიმომხილველმა პაველ ფელგენგაუერმა განაცხადა.
„რაც მოხდა, ეხება თურქმენების დაცვას. თურქებმა ამის გამო უკვე გამოიძახეს ელჩი, მოუწოდებდნენ უშიშროების საბჭოს მოწვევას, იმიტომ რომ რუსეთის ავიაცია ბომბავდა თურქმენებს, რომლებიც იბრძვიან როგორც ოპოზიციის ნაწილი - ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. თურქეთმა განაცხადა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და რომ ისინი დაიცავენ თურქმენებს“, - განაცხადა ფელგენგაუერმა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ თურქეთი აწესებს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისთვის აკრძალულ ზონას სირიის ჩრდილოეთში და აპირებს ამ ზონის დაცვას -„ ესე იგი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდებას, თუ ისინი ამ ზონაში შეფრინდებიან“.
„რუსეთის სამხედრო ძალებმა თავის მხრივ, ან უნდა აღიარონ რომ თურქეთს აქვს თვითმფრინავების ჩამოგდების უფლება, თუ ისინი ამ ზონას მიუახლოვდებიან, რომელსაც თურქმენები აკონტროლებენ და, ზოგადად, აღიარონ სირიის ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვრის გასწვრივ, ფრენისთვის აკრძალული ზონა, ან დაიწყონ ომი თურქეთთან. ალბათ დაიწყონ ომი“, - აცხადებს ფელგენგაუერი და დასძენს, - „ ანუ, დასშვებია რომ იქნნება საჰაერო ბრძოლები, რომელშიც რუსული თვითმფრინავები შეუტევენ თურქულს, რათა დაიცვან საკუთარი ბომდამშენები. შესაძლოა, ბრძოლები ზღვაზეც თურქეთისა და რუსეთის ფლოტებს შორის. შესაძლოა, ბოსფორის სრუტის დახურვა თურქების მიერ და ამ კონფლიქტში ნატოს სხვა ქვეყნების ჩართვაც. ასეთი სახის კონფლიქტში რუსეთს მცირე შანსი აქვს ბირთვული იარაღის გამოყენების გარშე“.
შეგახსენებთ, რომ თუქეთმა მისი საზღვრის გასწვრივ მფრინავი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც რუსეთის პრეზიდენტის მწვავე რეაქცია მოყვა. მისი განცხადებით, ეს იყო ზურგში დანის ჩარტყმა.