„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მხარს არ დაუჭერს.
როგორც ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ განუცხადა, შოთაძემ დაამტკიცა, რომ პროკურატურა პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური ანგარიშორების იარაღად რჩება.
მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მთავარი პროკურორი რეალურად შოთაძე იყო, ხოლო გიორგი ბადაშვილი მხოლოდ დეკორაციის ფუნქციას ასრულებდა.
„ყველა გამოკითხვის თანახმად, პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახელგატეხილი უწყება გახდა, რომელიც საზოგადოების ყველაზე დაბალი ნდობით სარგებლობს, რაც შოთაძის დამსახურებააცაა“, - განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტი ირაკლი შოთაძის კანდიდატურაზე მიმდინარე კვირას იმსჯელებს.