ავიაკატასტროფა რუსეთში. რიაზანში ავიაშოუზე სამხედრო ვეტმფრენი ჩამოვარდა. ინციდენტისას მი-28-ის ბორტზე ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა პილოტმა დროულად კატაპულტირება შეძლო, მეორე კი სხეულის მძიმე დაზიანებებით ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.