საბერძნეთში შექმნილ პრობლემებს საქართველოსთვის დიდი სოციალური დატვირთვა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
,,მიუხედავად იმისა, შეიძლება პირობითად 100 მილიონი დოლარის დანაკლისი გადმორიცხვების თვალსაზრისით ჯამურად მაკროეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი თანხა არ იყოს ქართული ეკონომიკისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, სოციალური დატვირთვა გაცილებით დიდი აქვს ამ პრობლემას. ვინაიდან უამრავი ჩვენი მოქალაქე მუშაობს იქ, რაც ნიშნავს, რომ ათასობით ოჯახის მთავარი შემოსავალი საბერძნეთიდან გზავნილებია. ამიტომ, ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით პირველ ეტაპზე გაცილებით უფრო მტკივნეულია სოციალური თვალსაზრისით, ვიდრე ფინანსური ნაკადების შემცირების თვალსაზრისით, - განაცხადა ქადაგიძემ. და იმედი გამოთქვა, რომ პესიმისტური ვარაუდები არ გამართლდება ევროზონაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებსაც რა თქმა უნდა, გავლენა ექნება როგორც საქართველოზე, ასევე მთლიანად რეგიონზე.