ENG / RUS       12+

ნინო კალანდაძე: ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ფონის გაუარესებების გამო ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე თავს შეიკავებს

რესპოდენტის შესახებ

21-22 მაისს, რიგის სამიტზე უნდა გაირკვეს, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, თუ ამჯერად მხოლოდ პოზიტიური გზავნილებითა და შეფასებებით უნდა დავკმაყოფილდეთ. მთავრობა საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ევროკავშირისგან დადებითი ნაბიჯების გადადგმას ელის. რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების მოლოდინი, რას უნდა ველოდოთ სამიტისგან, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ქვეყანაში არასასურველი შედეგის მიღების შემთხვევაში?.. ,,ჯი-ეიჩ-ენს” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე ესაუბრა.

_ 21-22 მაისს საქართველო რიგის სამიტის მოლოდინშია. ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილი. თქვენ რას ფიქრობთ, რა მოლოდინი გაქვთ?

_ სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები მთავრობის ოპტიმიზმის საფუძველს და ვერც იმას ვხვდები, საქართველოში ბოლო დროს მიღწეულ რომელ პროგრესზე საუბრობს. გადაწვეტილება, რომელიც რიგის სამიტზე უნდა გაჟღერდეს უფრო ფორმალური დეკლარაციაა მათი დამოკიდებულების. საბოლოო ჯამში, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება არის პოლიტიკური და არა ტექნიკური გადაწყვეტილება. Eეს რომ ტექნიკური გადაწვეტილება იყოს, საქართველოს უკვე დიდი ხანია ყველა პირობა დაკმაყოფილებული აქვს საიმისოდ, რომ მივიღოთ უვიზო რეჟიმი. ტექნიკურად ქვეყანა ამისთვის უკვე დიდი ხნის წინ მზად იყო.

_ მაშინ, რატომ აჭიანურებს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას?

_ პროცესი ჭიანურდება იმის გამო, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწვეტილება, რომელსაც თავის დროზე კარგი დასაბამი მისცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების გზით საქართველომ მაშინ პოზიტიური კარი გააღო, მაგრამ ახლა პოლიტიკური წინსვლა აღარაა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მე მხოლოდ გამეხარდება თუ რიგის სამიტზე წარმატება გვექნება, მაგრამ ჩემი მოლოდინი ოპტიმისტური არაა და მგონია უვიზო მიმოსვლას ვერ მივიღებთ. იმ ფონზე, როცა საქართველოში არასტაბილური პოლიტიკური ვითარებაა, არაა ინსტიტუციური მმართველობა და ქვეყანაში მკვეთრი ეკონომიკური უკუსვლაა, ევროკავშირისთვის უვიზო მიმოსვლის გაფორმება იმ ქვეყანასთან, რომლის ეროვნული ვალუტა 35%-იან დევალვაციას განიცდის, სახიფათო ტენდენცია იქნებოდა. საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური ფონის გაუარესება იქნება ის საფუძველი, რის გამოც ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე თავს შეიკავებს.

_ თუ სამიტზე საქართველო ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლას ვერ მიიღებს, ეს მოსახლეობის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ უფრო ლოიალურს ხომ არ გახდის და ქვეყანაში პრორუსული ძალების გაქტიურებს ხომ არ გამოიწვევს?

_ ევროპის მიმართ გაუცხოვებული დამოკიდებულება, გარკვეული დოზით, ალბათ იწვევს პრორუსული სენტიმენტების გაღვივებას მაგრამ, არა მგონია დიდი დოზით, თუ, ამის საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება ხდება. ვფიქრობთ, ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევაში დაფიქსირებული 31%, რომელსაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება უნდა, გადაჭარბებულია, რადგან საქართველოს მოსახლეობა თვისი არსით ევროპული განწყობისაა.

_ მიგაჩნიათ, რომ ეროვნულ-დემოკრატილი ინსტიტუტისმიერ დადებული 31% რეალობას მოკლებულია?

_ ვფიქრობ, სახიფათოა ტენდენციაა პრორუსული სეგმენტის საქართველოში გაღვივების, რამაც გამოწვია ევრაზიული კავშირის მომხრეების გააქტიურება. Eეს გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ერთმნიშვნელოვანი არ არის. ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ არის დასავლური, ამისთვის ადეკვატური ნაბიჯები უნდა იდგმებოდეს. მაშინ, როცა ეს არ ხდება ამას, გარკვეული ანარეკლი მოჰყვება საზოგადოებაშიც. Fფაქტია, ქვეყანაში პრორუსული განწყობა გაზრდილია, მაგრამ არა მგონია, ამ ეტაპზე ამას სახიფათო ტენდენცია ჰქონდეს. თუმცა, რუსული ტენდენციის მატება, თავისთავად საგანგაშოა და ამაზე უნდა ზრუნავდეს სრულიად პოლიტიკური სპექტრი.

_ რას უკავშირებთ ქვეყანაში პრორუსული ძალების გააქტიურებას?

_ ეს არის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალი. მაგალითისთვის, მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაძლიერდა პრორუსული რიტორიკა და საზოგადოებისთვის იმის მტკიცება, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების დალაგება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მათ შორის ეკონომიკურადაც, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, ამ რიტორიკას ხელისუფლება იყენებს, რამაც ქართველ გლეხს გაუჩინა განცდა, რომ ეს მართლაც ასეა. მთავრობა, რომ გეუბნება რუსეთის ბაზარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სხვა არჩევანი არ გრჩება იმის გარდა, რომ ეს მოცემულობად მიიჩნიო, რადგან გლეხს ამის შეფასებისთვის ნაკლები საფუძველი და კრიტერიუმი აქვს, რომ მეტ ცოდნაზე დაყრდნობით იმსჯელოს. სხვა საკითხია, რომ შემდეგ რეალობა სხვა აღმოჩნდება, რასაც დრო სჭირდება. მაგრამ, ამ დროში, რასაკვირველია, მოსახლეობის ნაწილში განწყობები სხვანაირად იცვლება. Aამასთან, სამთავრობო პოლიტიკაა, რომ საქართველოს მოსახლეობას ტელეეთერით მიეწოდებოდეს რუსეთის არხები, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიებია. კერძო ტელევიზიები რუსი ოლიგარქების მმართველობის ხელშია, რომელიც კრემლის პოლიტიკის პროპგანდისტული აპარატია, რომელიც ვინმემ შეიძლება ჩართოს იმ მიზნით, რომ - უხეშად გეტყვით - მოწამლოს საქართველოს მოსახლეობის აზროვნება. Eეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ იცის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამას შეგნებულად აკეთებს. იმ პირობებში, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის რუსული უფრო გასაგები ენაა და ინფორმაციას ადვილად ისრუტავს. Aამას ემატება ისიც, რომ ევრაზიული კავშირის მომხრე ენჯეოები თუ აქამდე წესიერად არსებობის შესაძლებლობაც არ ჰქონდათ, ახლა ხელისუფლების მიერ ხელშეწყობილ ღონისძიებებს მართავენ. მათი აქციები იმართება იქ, სადაც ხელისუფლება დაცვას უზრუნველყოფს, პატრულირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში პრორუსული განწყობების გაღვივებაზე მუშაობს არა მხოლოდ კრემლი, არამედ ჩვენი ხელისუფლებაც, გააზრებულად თუ, გაუაზრებლად.

_ გუშინ რუსეთს ევროკავშირის წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდი სტუმრობდა, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. შესაძლოა, ეს ვიზიტები უკავშირდებოდეს მოახლოებულ რიგის სამიტს?

_ რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს მსოფლიო გაფაციცებულ რეჟიმში. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინაში. Mარ მგონია, რომ ნულანდი რიგის სამიტთან დაკავშირებით ჩადიოდეს რუსეთში, ან რაიმე ფორმით ამას კავშირი ჰქონდეს საქართველოსთან, მაგრამ მათ პუტინთან ბევრი აქვთ სალაპარაკო. ევროპის ტერიტორიაზე გაჩაღებული ომი მიმდინარეობს, სადაც დასავლეთს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რომ რუსეთი არის აგრესორი და არასწორ პოლიტიკას აწარმოებს.   რაც შეეხება რიგის სამიტს, გადაწვეტილება, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ, არის პოლიტიკური გადაწვეტილება. ევროკავშირმა საქართველოსთვის დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ მიიღოს, ამისთვის ქვეყანაში პოლიტიკური ნიადაგი უნდა არსებობდეს, რაც სამწუხაროდ, არ არსებობს.

_ თუ არა რიგის სამიტზე, მაშინ როდის შეიძლება მივიღოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან?

_ მაშინ, როცა საქართველოში პოლიტიკური ვითარება გამოსწორდება. ქვეყანაში სანამ პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა არ შეიცვლება, იქამდე ევროპა სკეპტიკური იქნება. დასავლეთის მხრიდან საქართველოსადმი სკეპტიკური განწყობა არა მხოლოდ შენარჩუნა, არამედ უფრო იზრდება.

 ,,ჯი-ეიჩ-ენი”. ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .