ENG / RUS       12+

პრემიერი: ჩვენ ვიქნებით პირველები პოსტსაბჭოთა სივრცეში ვისაც ექნება Microsoft -ის ლიცენზირებული პროგრამები

რესპოდენტის შესახებ

საქართველოს მთავრობასა და M Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდება. შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერმა ღოინისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცახდა საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც M Microsoft -ის ლეგალური, ლიცენზირებული პროგრამები ექნება.

,,დღეიდან ჩვენ ვაფორმებთ მემურანდუმს M Microsoft -ის უახლესი პროდუქტების სათანადო ლიცენზირების შესახებ. Mმე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიქნებით პირველები პოსტსაბჭოთა სივრცეში ვისაც ექნება M Microsoft -ის სრულყოფილი ლეგალური, ლიცენზირებული პროგრამები. Aამ ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ სახელმწიფო დაწესებულებები რაც იმის გარანტიას გამოგცემს, რომ უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაწესებულებებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების უსაფრთხოება, მატთი დაცულობა, გაფართოება და ეფექტიანობა”, _განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯით საქართველოში დამკვიდრდება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დასავლური სტანდარტები.  

ავტორი: . .