ადგილი ცისქვეშეთში, ანუ არჩევანი არადანის გარეშე 31.08.10 | 16:01 227
როცა არ გყოფნის რაც გყოფნიდა, ან უნდა გეყოსა, მაშინ სჯერდები სწორედ იმას, რასაც არ უნდა სჯერდებოდე და ჩვენც დავჯერდით დიდ ბაზრობას ამ ცის ქვეშეთში _ ვყიდით მიწას, ვყიდით წყალს და ვყიდით ჰაერსაც...
ყველაფერს ვყიდით, რაც კონკრეტულად მხოლოდ ჩვენი არ არის და რაც საერთო გვაქვს...
თვითდამშვიდებას მივცემულმართ საოწარკვეთით - "მე რას ვუშველი, უმცირესი, უსუსური ვარ..." ეს უძლურობა სახეზეა, მაგრამ მანამდე, ვიდრე საფრთხე "მესგან" შორს დგას და "საერთოს" ეჯაჯგურება!
დილა მშვიდობისა, შუადღე მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა საქართველო!.. 29.06.10 | 13:24 686
... მზე ჩრდილოეთით არ ამოდის, არც დასავლეთით... და თუ ამოდის ის მზე არაა...
მზე ამოვიდა აჭარის მთებში, ზღვის ტალღებს მისწვდა...
მეგრულ ოდებს სხივებს "დაჰპირდა", იმერეთს - კონებს...
თითის წვერებზე "აწეულმა" დახედა კახეთს... დინჯად დაზვერა ქართლის ველები, ზვრებს გადახედა...
უშბას შეეხო მოკრძალებით დათოვლილ მხარზე და იალბუზზე წუთით ჩემოჯდა...
ჰეი, შენ "ლეგიონერო"!.. ჰეი, მეგობარო!.. ჰეი... 25.05.10 | 16:59 1157
თითქოს ერთ მიწაზე დავიბადეთ, ერთი ცის ქვეშ, ერთ ეპოქაში, თითქოს მეგობრებიც გვერქვა და საერთოც ბევრი გვქონდა... არ ვიცი, სად დავშორდით ასე ერთმანეთს, რომელ გზაგასაყარზე, სად შეგვეცვალა თვალსაწიერი... თითქოს ისევ ერთი სამშობლო გვაქვს, რწმენაც ერთი გვაქვს, მრწამსიც, მაგრამ სხადასხვა სიბრტყეში განვიხილავთ და შევიგრძნობთ სამშობლოს.
აურზაური არაფრის გამო, ანუ როცა ჭიქაში ქარიშხალია...10.05.10 | 18:58 1485
მოხალისეც ბევრი გვყავს, ბრმად გამყოლიც და ამ სახიფათო "თამაშებში"
შეგნებულად და გააზრებულად ჩართულებიც: ოპოზიცია, იმის შიშით, რომ
ტრიბუნა არ დაკარგოს, მედიას "იცავს". მედია, იმის შიშით, რომ სარჩო არ
დაკარგოს _ "ხელისუფლებას". ხელისუფლება იმის შიშით, რომ გავლენა არ
დაკარგოს _ სექსულაურ უმცირესობებს. სექსუალური და რელიგიური უმციროსებობი
კი იმის შიშით, რომ მუდმივად უმცირესობაში არ დარჩნენ, "ადამიანთა უფლებებს
იცავენ"..
გაიღვიძე... გესმის, გაიღვიძე!..22.03.10 | 21:16 2356
"ვიღაცებს" რუსეთისკენ გაექცათ თვალი... ვიღაცას ცალი წინდა, ვიღაცას ქოში დარჩა კრემლის კიბეებზე... მეორე "ცალს" თეთრის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ... გაფრინდებიან, გადმოფრინდებიან, "დააწყვილებენ "და ჩამოვლენ... მერე ჩვენ "ავირჩევთ"... ჰოდა, ამ სანახაობას მძინარე როგორ უნდა შეხვდე, გაიღვიძე რა...
გაიღვიძე... იქნებ მორიგ ვირტუალურ მატარებელს მაინც მიუსწრო...
"სიმართლის დრო" სიცრუის ეპოქაში 25.02.10 | 20:06 2471
სამშობლო მართლაც საფრთხეშია, შენც საფრთხეში ხარ და შენი და შენი ქვეყნის მომავალიც, ოღონდ სიმართლე გაიძულებს აღიარო, რომ ეს საფრთხე მხოლოდ არსებულ ხელისუფლებას არ შეუქმნია, ანუ საფრთხე მხოლოდ "საფრთხობელაში" არაა!.. ისიც არანაკლებ საფრთხეს უქმნიან ქვეყანას, ვინც საფრთხობელისკენ იშვერს ხელს და საჩვენებელი თითის საკუთარი თავისკენ მიტანა არ შეუძლია(!)
როცა სამშობლო რუკაზეა, ანუ ქაღალდზე ახსნილი სიყვარული... 09.02.10 | 21:04 1830
როცა სამშობლო რუკაზეა, რუკა ქაღალდზე, მაშინ ოცნებას აღარ უჭირს ქაღალდის გემით შეცუროს ზღვაში... და სოხუმმადე გაცუროს ისე, ვით აჭარამდე... ხვალამდე სავლელ გზად იგულოს ტაო-კლარჯეთი და საინგილო წამში ფიქრით შემოიერთოს... როცა სამშობლო რუკაზეა არც ფანტაზიას არ აქვს საზღვარი და იჭიმება წარსულიდან აწმყოში ფიქრით, ნიკოფსიიდან _ დარუბანდამდე... როცა სამშობლო რუკაზეა იოლია იყო ამაყი...
"გადაარჩინეთ საქართველო", ანუ არ მოკვდეთ სიკვდილამდე!.. 26.01.10 | 14:47 1492
ვინმემ უნდა თქვა კმარა... გვეყოფა... საკმარისია!.. ვინმემ უნდა თქვას, ანდა ვიღაცამ, სხვაგვარად ის "წრე" რომელზეც ვბრუნავთ არ დასრულდება!.. და იმ "ვიღაცას" ვინც ამას იტყვის, იტყვის საქმით და იტყვის ქმედებით, ბანი და ექო უნდა მისცეს მთამაც და ბარმაც, ერმაც და ბერმაც!.. მაგრამ ვინ არის ის "ვიღაცა" ვისაც ამისი თქმის აქვს "უფლება" და ძალაც შესწევს, რომ იმოქმედოს(?!) ვის ააქვს გონი, საიმისო გონი და ძალა, რომ ბრბოდ ქცეულ ერს შემოუძახოს, გამოაფხიზლოს, ძალა შემატოს, გზა გაუნათოს...
"ჭიაკოკონა", ანუ როცა მიზანი კოცონზე იწვის...17.01.10 | 20:24 1312
სასოწარკვეთილებამდე ნაბიჯი ერთია... ვისთვის კილომეტრებით და ვისთვის მილიმეტრებით განსაზღვრული... ამ "ნაბიჯამდე" ყველა სხვადასხვა გზით, სხვადასხვა "მარშრუტითა" და სხვადასხვა დროში მოვედით... ყველას ჰქონდა თავისი მიზანი, მაგრამ ბოლოს მიზანს აცდენილები სწორედ იქ მოვხვდით სადაც სასოწარკვეთილებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ვისთვის კილომეტრობით და ვისთვის მილიმეტრებით განსაზღვრული...
ემიგრანტები, ანუ "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"...17.12.09 | 14:08 1426
ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი... იმაზე მეტნი, ვიდრე ოდესმე ყოფილან... არიან საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ამერიკაში... არიან რუსეთშიც... არიან ყველგან, სადაც კი ფეხი გაუწვდათ, ხელი მიუწვდათ და გულმა გაუწია... სადაც კი ვიღაც ეგულებოდათ თავიანთ თვისტომიდან; არიან ალალბედზე წასულები და ბედისა და ბედისწერას ბრმად აყოლილები...
"დაჰკარით დაფდაფებს!" ანუ ჯერ ასე ძლიერედ არავის უმეფია...25.11.09 | 15:53 1300
ნაკლებად პომპეზური, მეტად საქმიანის, მოზომილსიტყვიანი და ალაგ რელიგიური შუქჩრდილებით "გაფორმებული" - ასეთი იყო რევოლუციის მეექვსე წლისთავი. ვერაფერს იტყვი, იმის გარდა, რომ "იცის ამ ხალხმა თავისი საქმე", იცის და რა გინდა ჰქმნა?! ყველაფერი "იციან" და ამიტომაც არის მათი საქმე კარგად.. ქვეყნის საქმეც კარგადა, ამერიკელებისა და ევროპელების რომ ჰკითხო...
"კურდღლისტყაოსანთა" აღლუმები11.11.09 | 12:38 1637
თუ აქამდე მარადიულ "ხიდჩატეხილობას" ორი მხარე ჰყავდა - გაღმით ხელისუფლება და მისი პოლიტიკით კმაყოფილები, გამოღმით კი, პოლიტიკური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები - სააკაშვილის ექვსწლიანი მართველობისა და ოპოზიციის ორწლიანი არსებობის მანძილზე საზოგადოებაში გაჩნდა მესამე "სეგმენტიც".
"მზე შინა და მზე გარეთა" - ანუ, ჩვენ ვეძებთ მზეს... (უმისამართო ბარათი, წერილი მეცამეტე)25.10.09 | 16:09 1162
ვეძებთ და ვეძახით - ჩურჩულით, ფეხაკრეფით, თითისწვერებზე შემდგარები...
მზე შინ არ არის, არც გარეთ(!)
ვეძებთ და ვეძახით - მუდარით, ყელგამოწეულები და ნაბიჯს ვუჩქარებთ...
მზე მაინც არ სჩანს, არც შინ, არც გარეთ(!)
ვეძებთ და ვეძახით - ხმის ჩახლეჩამდე, გულის ღალატამდე, სხეულის დაღლამდე...
მზე არსად არის, არც შინ, არც გარეთ(!)
ჩვენ ვეძებთ მზეს...
სინათლის წამი, ანუ გზა მწვერვალისკენ დაბლობიდან იწყება18.10.09 | 23:02 993
გზა მწვერვალისკენ დაბლობიდან იწყება(!)
გზა მუდამ იზომება მზერით, იქამდე სადამდეც თვალი სწვდება...
თვალსაწიერის მიღმა გონება - ზომავს, გონების იქეთ - წარმოსახვა, წარმოსახვის იქეთ უკვე - სულია, სულის საზომი კი - უკიდეგანო...
გზა მწვერვალისკენ დაბლობიდან იწყება!..
სურვილი დიდია მწვერვალამდე ასვლის, თუნდაც მზერითა და წარმოსახვით...
და მეც ავდივარ...
"ომი და მშვიდობა" ქართულად, ანუ "ხვალ იყო ომი" (უმისამართო ბარათი, წერილი მეთერთმეტე)06.08.09 | 09:10 1026
იქ, სადღაც, ზღვარი უნდა იყოს ომსა და მშვიდობას შორის, ჩვენთან არა აქვს, არც - ჩვენში... "ვომობთ" მშვიდობის ჟამს და ჩვენს "მშვიდობას" მუდამ მოაქვს ომის "შედეგი". ჩვენ ვერ ვასხვავებთ ერთმანეთისგან ომსა და ბრძოლას. წავაგეთ ომი? ესე იგი, ეს ბრძოლა იყო, ომი გრძელდება გამარჯვებამდე! მოვიგეთ ბრძოლა? ესე იგი, ეს ომი იყო და სამუდამოდ ჩვენ გავიმარჯვეთ!
პირველად საქართველოში, ანუ - ოდესმე, თუ ოდესღაც?!. (უმისამართო ბარათი, წერილი მეათე)20.07.09 | 00:14 604
ჩვენ ვართ სულსწრაფები, სწრაფად გაჩენილ სურვილებს აყოლილები და მსწრაფლ მიმავლები სურვილებისაკენ... სულსწრაფი სურვილებისაკენ მიმავლები, სულების სისწრაფეში გაწაფულები...
ჩვენ გვეჩქარება, მუდმივად სადღაც გვეჩქარება, მაგრამ მუდმივად ვაგვიანებთ(!)
ჩვენ შეგვიძლია ლოდინიც... მთელი ცხოვრება, ეპოქები და საუკუნეები, ველოდებით მომავალს, გვახსოვს წარსულიც, მაგრამ ვერასდროს "ვგრძნობთ" აწმყოს(!) ამიტომაც გვიჭირს იმის გარკვევა, ნებისმიერი მოვლენა, ოდესღაც იყო, თუ ოდესმე იქნება..
ბრძოლა ბოლო წვეთამდე, ანუ წვეთის გარეშე... (უმისამართო ბარათი, წერილი მეშვიდე)27.05.09 | 10:46 684
ასეთი "ბრძოლა" მხოლოდ ჩვენ ვიცით... მხოლოდ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს "ბრძოლა" სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, წვეთი სისხლის დაღვრი გარეშე!..
მხოლოდ ჩვენ ვიცით, როგორ უნდა "შეაკვდეთ" დისტანციიდან!
როცა "შემკვდომი" "შესაკვდომს" ერთი მეტრის რადიუსითაც ვერ უახლოვდება, და რომც მიუახლოვდეს, სახელდახელოდ გაიშლება მოლაპარაკების მაგიდა, თვით საკურთხეველშიც კი - როგორც ბრძოლის იარაღი, როგორც ბრძოლის არენა...