"სიმართლის დრო" სიცრუის ეპოქაში
25.02.10 | 20:06 973
სამშობლო მართლაც საფრთხეშია, შენც საფრთხეში ხარ და შენი და შენი ქვეყნის მომავალიც, ოღონდ სიმართლე გაიძულებს აღიარო, რომ ეს საფრთხე მხოლოდ არსებულ ხელისუფლებას არ შეუქმნია, ანუ საფრთხე მხოლოდ "საფრთხობელაში" არაა!.. ისიც არანაკლებ საფრთხეს უქმნიან ქვეყანას, ვინც საფრთხობელისკენ იშვერს ხელს და საჩვენებელი თითის საკუთარი თავისკენ მიტანა არ შეუძლია(!)
ბერლინალე - 60 "უჩინარი" არტი და პოლიტკორექტულობის ნაცნობი გაკვეთილები
19.02.10 | 15:14 368
სოცილაურ და პოლიტიკურ ლაბირინთებში სანაქებოდ დახელოვნებული, საიუბილეო ბერლინალე წელსაც ლამის პოლიტიკური "მასტერკლასით" დაიწყო. ფესტივალის გახსნაზე, კონკურსგარეშე წარმოდგენილ ჩინურ ფილმს ("ერთად ცალ-ცალკე") თუ არ ჩავთვლით, პრელუდია მართლაც შტამბეჭდავად ჟღერდა: შინაპატიმრობაში მყოფი რომან პოლანსკი, რომლის შესახებაც დასავლური პრესა უკვე ახალ სკანდალს აგორებს
როცა სამშობლო რუკაზეა, ანუ ქაღალდზე ახსნილი სიყვარული...
09.02.10 | 21:04 894
როცა სამშობლო რუკაზეა, რუკა ქაღალდზე, მაშინ ოცნებას აღარ უჭირს ქაღალდის გემით შეცუროს ზღვაში... და სოხუმმადე გაცუროს ისე, ვით აჭარამდე... ხვალამდე სავლელ გზად იგულოს ტაო-კლარჯეთი და საინგილო წამში ფიქრით შემოიერთოს... როცა სამშობლო რუკაზეა არც ფანტაზიას არ აქვს საზღვარი და იჭიმება წარსულიდან აწმყოში ფიქრით, ნიკოფსიიდან _ დარუბანდამდე... როცა სამშობლო რუკაზეა იოლია იყო ამაყი...
პატრიოტები და მოღალტეები
29.01.10 | 13:23 1715
არაფერი შეცვლილა. უფრო ზუსტად, 1783 წლიდან მოყოლებული, ისტორია თითქოს უსასრულოდ იმეორებს ერთსა და იმავე დრამატულ სიუჟეტსაც და ღია ფინალსაც. თუმცა 2008 წლის ხუთდღიანი ომი ამ უცნაურობის ფარულ მიზეზებს კარგად ხსნის _ მრავალწლიანმა და "მართლმორწმუნე მეგობრობით" გაფორმებულმა, მცოცავმა ოკუპაციამ (განსაკუთრებით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ) გასაგები და იმპერიული მიზნებით გაფორმებული სახე მიიღო.
"გადაარჩინეთ საქართველო", ანუ არ მოკვდეთ სიკვდილამდე!..
26.01.10 | 14:47 852
ვინმემ უნდა თქვა კმარა... გვეყოფა... საკმარისია!.. ვინმემ უნდა თქვას, ანდა ვიღაცამ, სხვაგვარად ის "წრე" რომელზეც ვბრუნავთ არ დასრულდება!.. და იმ "ვიღაცას" ვინც ამას იტყვის, იტყვის საქმით და იტყვის ქმედებით, ბანი და ექო უნდა მისცეს მთამაც და ბარმაც, ერმაც და ბერმაც!.. მაგრამ ვინ არის ის "ვიღაცა" ვისაც ამისი თქმის აქვს "უფლება" და ძალაც შესწევს, რომ იმოქმედოს(?!) ვის ააქვს გონი, საიმისო გონი და ძალა, რომ ბრბოდ ქცეულ ერს შემოუძახოს, გამოაფხიზლოს, ძალა შემატოს, გზა გაუნათოს...
დაბრუნება ედემში
24.01.10 | 19:03 2143
 გრიგოლია იმდენს ნამდვილად ხვდება, რომ პოლიტიზირებულ ტელევიზიებში მისი სივრცე და ადგილი აღარ დარჩა ("რუსთავი-2" -ზე "შავი კატა" _ მაია ასათიანი, "იმედზ" "თეთრი კატა" _ ნანუკა ჟორჟოლიანი და საზოგადოებრივ მაუწყებელზე "ვარდისფერი სამოთხის დიასახლისი" _ ნინო ქაჯაია). შესაბამისად, მომავალზე და კარიერაზე ზრუნვა ახლავეა საჭირო.
"ჭიაკოკონა", ანუ როცა მიზანი კოცონზე იწვის...
17.01.10 | 20:24 665
სასოწარკვეთილებამდე ნაბიჯი ერთია... ვისთვის კილომეტრებით და ვისთვის მილიმეტრებით განსაზღვრული... ამ "ნაბიჯამდე" ყველა სხვადასხვა გზით, სხვადასხვა "მარშრუტითა" და სხვადასხვა დროში მოვედით... ყველას ჰქონდა თავისი მიზანი, მაგრამ ბოლოს მიზანს აცდენილები სწორედ იქ მოვხვდით სადაც სასოწარკვეთილებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ვისთვის კილომეტრობით და ვისთვის მილიმეტრებით განსაზღვრული...
ჯონ მაკკეინი - "ერთგული ხელი" ინდიელთა მეგობარი
13.01.10 | 19:52 832
70-იან წლებში, აღმოსავლეთ გერმანიის კინოსტუდია "დეფა" იღებდა ხოლმე ოდნავ სასაცილო ფილმებს ინდიელებზე, ექს-იუგოსლაველი ვარსკვლავის გოიკო მიტიჩის მონაწილეობით: ღირსეულად უბედურ და რეზერვაციებში ნელ-ნელა გაჟუჟულ ინდიელებს მხსნელად უსათუოდ ერთი თეთრკანიანი დამცველი გამოუჩნდებოდა ხოლმე. ერთ-ერთ ფილმს ასე ერქვა _ "ერთგული ხელი ინდიელთა მეგობარი".
შუშის ბურთი, ფეხბურთი, ფარდა და სხვები
08.01.10 | 19:48 1964
იმას, ვისაც ამერიკა საბჭოური ფილმის "ადამიანი კაპუცინების ბულვარიდან" ანალოგი ჰგონია, ძალიან და უიმედოდ ცდება
როგორც გენებოთ ანუ ახალი წლის საოპერო ბრწყინვალება და სიღატაკე
06.01.10 | 18:11 781
მკაცრი და დაუნდობელი პროზისა და ლირიკულ-სანახაობრივი პოეზიის დაპირისპირება არც ახალია და არც პირველი. უბრალოდ კანონმორჩილი თუ დაბეჩავებული გადამხდელის დაჭიმული ნერვები და საკონცერტოდ მომართული ხელისუფლების მხარდამჭერთა ჩიტირეკული აღტაცება აცდენილი წრფეებივითაა და ვერაფრით კვეთენ ერთმანეთს
მოგებულ-წაგებულები
30.12.09 | 20:07 730
თუ ერთ მხარედ მიხეილ სააკაშვილს განვიხილავთ, მეორე მხარედ _ აპრილის აქციებში მონაწილე ოპოზიციას, ბრძოლა მიმდინარეობდა ხელისუფლების შეცვლაზე. სააკაშვილი დარჩა ხელისუფლებაში, ოპოზიციამ ვერ მოახერხა მისი შეცვლა. ამ თვალსაზრისით ოპოზიციამ წააგო. მოიგო თუ არა ხელისუფლებამ, ეს კიდევ საკითხავია.  უშედეგო არ იყო ეს პროცესი, თუმცა მან ის შედეგი ვერ გამოიღო, რასაც უმიზნებდა. 
დეკლარირებული პათოსი, კულუარული ეჭვი და "დამწვარი ხიდები"
19.12.09 | 15:19 752
საქართველოს არა ერთი დავიწყებული და გატეხილი ფიცი ახსოვს. არა მგონია კონკრეტული პერსონა იყოს საჭირო სამშობლოს სიყვარულის დეკლარირებისთვის... მით უფრო როცა ეს შენს ქვეყანას ძალიან სჭირდება...
გვისმენენ და არ ესმით... გვიყურებენ და ვერ გვხედავენ...
16.12.09 | 14:41 677
ან ერთმა ან მეორემ ე.ი. ან ოპოზიციამ ან ხელისუფლებამ რატომ უნდა გვისმინოს, რატომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი აზრი? ჩვენც ხომ არაერთხელ დავიბრმავეთ თვალი და დავყრუვდით, ჩვენც ხომ არა ერთხელ ვიყავით ფარისეველნი, ჩვენც ხომ არა ერთხელ განვსჯათ და შევაფასეთ უსამართლოდ, ჩვენც ხომ არაერთხელ გავიყიდეთ გროშებზე თუ არა ემოციებზე მაინც, ჩვენც ხომ არაერთხელ ვუღალატეთ სამშობლოს, ჩვენც ხომ მუდამ ჩვენს თავზე ვზრუნავთ და ჩვენთვისაც ხომ ქვეყანა "მე"-თი იწყება და არა პირიქით...
კითხვები ენგურჰესთან დაკავშირებით
02.12.09 | 12:49 278
"ენგურჰესის" შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ სახელმწიფო კომპანია "ინტერ რაო-ეეს"-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის დეტალები კვლავ უცნობი რჩება. საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ სახელმწიფომ საჯარო ინფორმაციას გრიფით საიდუმლო დაადო, ხოლო სასამართლომ ამ საკითხის განხილვისას პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
"დაჰკარით დაფდაფებს!" ანუ ჯერ ასე ძლიერედ არავის უმეფია...
25.11.09 | 15:53 717
ნაკლებად პომპეზური, მეტად საქმიანის, მოზომილსიტყვიანი და ალაგ რელიგიური შუქჩრდილებით "გაფორმებული" - ასეთი იყო რევოლუციის მეექვსე წლისთავი. ვერაფერს იტყვი, იმის გარდა, რომ "იცის ამ ხალხმა თავისი საქმე", იცის და რა გინდა ჰქმნა?! ყველაფერი "იციან" და ამიტომაც არის მათი საქმე კარგად.. ქვეყნის საქმეც კარგადა, ამერიკელებისა და ევროპელების რომ ჰკითხო...
კუნძულზე გახიზნული საქართველო
24.11.09 | 18:37 1275

ეს ყველაფერი წაგიკითხავს, იცი და გგონია, აი ახლა მოისმენ ორფეოსის სიმღერას... აქვე სადღაც ამპარტავანი ნარცისიც შემოგვხდება... იკაროსი მოგაშველებს ფრთებს და მთელ კუნძულს, თუნდაც მთელ სამყაროს წამებში შემოგატარებს... სულაც არაა გამორიცხული, აფროდიტეს მკლავებში აღმოჩნდე... მაგრამ ჩვენ სხვა რაღაც გვაინტერესებს, სხვა ინტერესი გვაქვს, სხვა სალოცავი გვეძახის და სხვა სიდიადე გვიხმობს... 

"კურდღლისტყაოსანთა" აღლუმები
11.11.09 | 12:38 1161
თუ აქამდე მარადიულ "ხიდჩატეხილობას" ორი მხარე ჰყავდა - გაღმით ხელისუფლება და მისი პოლიტიკით კმაყოფილები, გამოღმით კი, პოლიტიკური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები - სააკაშვილის ექვსწლიანი მართველობისა და ოპოზიციის ორწლიანი არსებობის მანძილზე საზოგადოებაში გაჩნდა მესამე "სეგმენტიც". 
"მზე შინა და მზე გარეთა" - ანუ, ჩვენ ვეძებთ მზეს... (უმისამართო ბარათი, წერილი მეცამეტე)
25.10.09 | 16:09 699
ვეძებთ და ვეძახით - ჩურჩულით, ფეხაკრეფით, თითისწვერებზე შემდგარები...
მზე შინ არ არის, არც გარეთ(!)
ვეძებთ და ვეძახით - მუდარით, ყელგამოწეულები და ნაბიჯს ვუჩქარებთ...
მზე მაინც არ სჩანს, არც შინ, არც გარეთ(!)
ვეძებთ და ვეძახით - ხმის ჩახლეჩამდე, გულის ღალატამდე, სხეულის დაღლამდე...
მზე არსად არის, არც შინ, არც გარეთ(!)
ჩვენ ვეძებთ მზეს...
მსოფლიო იცვლება - ჩვენც უნდა შევიცვალოთ
19.10.09 | 11:04 904
ამერიკა, არსებულ გამოწვევებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება. მას, სრულიად პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება ბევრი მოკავშირე და მსოფლიოს წესრიგზე პასუხისმგებლობის გამზიარებელი სჭირდება. თუმცა, სეპარატისტების არაღიარების პარალელურად, დასავლეთისა და აშშ-ის "სიამტკბილობა ოკუპანტებთან" ქართველებისთვის დიდი ნუგეში ვერ იქნება, იმის მიუხედავად, რა გამოწვევებიც არ უნდა იდგეს დღეს ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე. 
სინათლის წამი, ანუ გზა მწვერვალისკენ დაბლობიდან იწყება
18.10.09 | 23:02 573
გზა მწვერვალისკენ დაბლობიდან იწყება(!)
გზა მუდამ იზომება მზერით, იქამდე სადამდეც თვალი სწვდება...
თვალსაწიერის მიღმა გონება - ზომავს, გონების იქეთ - წარმოსახვა, წარმოსახვის იქეთ უკვე - სულია, სულის საზომი კი - უკიდეგანო...
გზა მწვერვალისკენ დაბლობიდან იწყება!..
სურვილი დიდია მწვერვალამდე ასვლის, თუნდაც მზერითა და წარმოსახვით...
და მეც ავდივარ...

მთავარი დღეს

18:48
ჰამბურგის ციხის საავადმყოფოში ქართველმა არასრულწლოვანმა თავი მოიკლა
18:20
თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლება გაიხრწნა
18:18
თემურ შაშიაშვილი ლევან გაჩეჩილაძეს მერობის არჩევნებში ასპარეზის ირაკლი ალასანიასთვის დათმობისკენ მოუწოდებს
18:17
დავით უსუფაშვილი და თინათინ ხიდაშელი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის საბჭოს სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას
18:12
აპრილ-მაისში სასკოლო ბარათები ამოქმედდება
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
101314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...