„არავის გაუჩნდეს ილუზია, რომ სასჯელს არ ველოდით. მე, როგორც მეგობარი, ახლობლები და ოჯახის წევრები ველოდით რომ სასჯელი იქნებოდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მან ბრალი აღიარა. თუმცა გვეგონა, რომ ეს იქნებოდა 1-2 წლით თავისუფლების აღკვეთა.“ - ეს განცხადება ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემა „რეაქციის“ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, არსებობდა მოლოდინები, რომ პროკურატურა მსჯავრდებულებთან საპროცესო გარიგებას გააფორმებდა, როგორც უმეტესად ხდება ხოლმე სხვა მსგავს საქმეებზე. მიუხედავად იმისა, რომ არც ლევან როსტოშვილი და არც ირაკლი კურტანიძე წარსულში ნასამართლევები არ არიან და ბრალი წაყენებული ჰქონდათ შენახვა-მოხმარებაზე, პროკურატურამ არ სცადა მათთვის სასჯელის შემსუბუქება.
„ნარკოპოლიტიკიდან გამომდინარე არ არის, იმიტომ, რომ უახლოეს წარსულში გაცილებით უფრო მძიმე ფაქტებზე გააფორმეს საპროცესო გარიგება. ეს არის შერჩევითი სამართალი“- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა